Friday, December 24, 2010

გამოფენა "No Alternative To Peace"

2010 წლის 24 თებერვალს, ქალაქ თბილისში გალერეა ჰობიში, საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების ორგანიზებითა და ევროპის ახალგაზრდული ფონდის მხარდაჭერით გაიმართა პრეზენტაცია მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. რომელიც მიზნად ისახავდა ალტერნატიული გზავ-ნილების შემუშავების გზით მშვიდობის და თანამშრომლობის ხელშეწყობას რუს და ქართველ ახალგაზრდებს შორის.
აღნიშნული გამოფენა წარმოადგენდა სემინარის შედეგებს, რომელიც ჩატარდა 2009 წლის 26-29 ნოემბერს, ბორჯომში, სასტუმრო “ლიკანი პალასში”, საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების ორგანიზებითა და ევროპის ახალგაზრდული ფონდის დაფინანსებით, ქართულრუსულიურთიერთობების დათბობის მიზნით, სემინარის სახელწოდებაა: “საქართველო რუსეთის კონფლიქტის ტრანსფორმაცია”, სადაც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული ახალგაზრდული კავშირის წევრებმა.
ტრეინინგს უძღვებოდა ლიტველი ექსპერტი ოსკარ მიცკანსი. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებს შორის კარგი და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც აისახება შემდეგ გრძელვადიან თანამშრომლობაშიც. სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს მშვიდობიანი გზით რუსეთსაქართველოს შორის არსებული კონფლიქტი, ქართველ ახალგაზრდა სოციალისტებთან ერთად რუსეთის სოცდემოკრატიული კავშირის წევრებმა ისაუბრეს თუ როგორ ხედავენ საკუთარ როლს კონფლიქტის დარეგულირების საქმეში, ასევე განსაზღვრეს სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საერთო მსჯელობისა და საერთო იდეის გარშემო გადაიღეს ფილმი, რომელშიც გადმოცემულია საერთო სურვილი: მშვიდობა და მეგობრობა რუსეთ-საქართველოს შორის.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა პროექტის მონაწილეების მიერ გადაღებული ზემოთ აღნიშნული მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ფოტო გამოფენა. აგრეთვე სტუმრები გაეცნენ 2010 წლის სამოქმედო გეგმას: დემოკრატიული ძალები მშვიდობისათვის.
პრზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დეპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

No comments:

Post a Comment