Friday, December 24, 2010

2010 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტები

"აქტიური>პასიური"
2010 წლის ივნისში, ახალგაზრდა სოციალისტების ეგიდით თბილისის, ბათუმის, თელავისა და ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობდა კამპანია "აქტიური>პასიური". კამპანია ჩატარდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით და კამპანია მიზნად ისახვდა სტუდენტების გააქტიურებას და მათი სამოქალაქო აქტივობის გაზრდას, როგორც საუნივერ-სიტეტო ცხოვრებაში, ისე ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
კამპანიას ჰქონდა რამდენიმე მოთხოვნა: თვითმმართველობის საქმიანობის სრული გამჭვირვალეობა; თვითმმართველობის საქმიანობაში მაქსიმალურად ბევრი სტუდენტის ჩართვა; თვითმმართველობის ბიუჯეტის დიდი ნაწილის საგრანტო დაფინანსებაზე გადასვლა და თვითმმართველობის უფლებების გაზრდა უნივერსიტეტის მართვისა და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში.
„ახალგაზრდა სოციალისტები“ მივიჩნევთ, რომ სტუდენტურმა თვითმმართველობებმა საქმიანობა სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით უნდა განახორციელონ; თვითმმართველობებმა უნდა უზრუნველჰყონ სტუდენტების მონაწილეობა უნივერსიტეტის მართვაში; მათ უნდა დაიცვან სტუდენტების ინტერესები სახელმწიფო ინსტიტუტებში და მოახდინონ საქართველოს უნივერსიტეტების თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია.
კამპანიაში მონაწილეობა მიიღო 1559 სტუდენტმა. კამპანიის მსვლელობისას სტუდენტები გაეცნენ „ახალგაზრდა სოციალისტების“ საქმიანობას. მათ დაურიგდათ ბროშურები, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ორგანიზაციისა და მისი საქმიანობის შესახებ.

No comments:

Post a Comment