გარდა საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტებისა, ბანაკში საქართველოს ფალკონებიც იღებენ მოანწილეობას. საქართველოს ფალკონები არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ახალგარზდების პრობლემებზე და მათ ინტერესებზე. იგი ორიენტირებულია არაფორმალურ განათლებაზე.
ფალკონები, როგორც ორგანიზაცია პირველად ჯერ კიდევ 1922 წელს დაარსდა ავსტრიაში და შემდეგ გავრცელდა მთელს მსოფლიოში. 2002 წლიდან ორგანიზაცია საქართველოშიც ფუნქციონირებს, ხოლო 2009 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა პირველი ოფიციალური კონგრესი, სადაც არჩეულ იქნა თავჯდომარე და გამგეობა. საქართველოს ფალკონები ატარებენ სემინარ-ტრეინინგებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში, აწყობენ შემეცნებით საღამოებს. საერთაშორისო ფალკონებმა პრაღის საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს ფალკონებს მიანიჭეს დამკვირვებლის ფუნქცია, რაც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს ერთი წლის შემდეგ გახდეს საერთაშორისო ფალკონების სრულუფლებიანი წევრი. საქართველოს ფალკონები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტებთან, ევროპის ფალკონებთან, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან.
დღესდღეობით საქართველოს ფალკონების თავჯდომარე ეთო ვაშაყმაძეა, იგი 2007 წლიდან ორგანიზაციის წევრია, ამჟამად კი ფალკონების თავმჯდომარე და ახალგარზდა სოციალისტების გამგეობის წევრია.
No comments:
Post a Comment