Friday, December 24, 2010

ინტერვიუ ირაკლი პეტრიაშვილთან

- რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოება უფრო ინფორმირებული იყოს მემარცხენე იდეოლოგიის შესახებ და მემარცხენეობის პერსპექტივები უფრო გაიზადოს?
- პერპექტივები მემარცხენე პოლიტიკას საქართველოში აქვს და ეს პერსპექტივები რეალობაში იქნება ასახული ძალიან მალე. ის ადამიანები რომლებიც მხოლოდ საკუტარი ტავის და ინტერესების დაცვაზე არიან ორიენტირებულები ესეთი ტიპის იდეოლოგიებს და ადამიანებს წარმატებები არ ექნებათ. ადამიანები იმით განსხვავდებიან ცხოველებისგან რომ ერთმანეთის მიმართ უნდა იყვნენ სოლიდარულები და გაუწიონ ერთმანეთს დახმარების ხელი. ჩემთვის მემარცხენეობა არის სამართლიანობა და თავის თავზე ორიენტირებულ იდეოლოგიებს არ აქვთ მომავალი. ჩემი აზრით, პროფკავშირებიც, ახალგაზრდა სოციალისტებიც, ფალკონებიც განგებამ ესე ინება, რომ მუდმივად პარტნიორები იქნებიან. მე ვფიქრობ რომ ჩვენ ყველას გვჭირდება მენტალური ცვლილებები და მენტალურ ცვლილებებს განაპირობებს ის ახალგაზრდა თაობა რომელიც მოდის და რომელიც ხედავს რა არის დასავლური ღირებულებები, თქვენ ჩვენგან განსხვავებით უფრო ადვილად ითვისებთ ყველაფერს, ხედავთ თქვენი თანატოლები დასავლურ ქვეყნებში როგორ გრძნობენ თავს, უფრო თავისუფლად, უფრო დაცულად, როგორ აქვთ მოპოვებული სოციალური გარანტიები. სწორედ ეს არის მემარცხენეობა, ეს არის სამართლიანი ცხოვრების დამკვიდრება საქართველოში და კარგი იქნება თუ ამ მოდელების იმპლემენტაციას მოვახდენთ ჩვენს ცხოვრებაში. ვფიქრობ რომ ე სარი არის ძალიან შორი პერსპექტივა იმიტომ რომ დღეს არსებული იდეოლოგია რასაც ხელისუფლება გვთავაზობს ზოგადად დისკრედიტაციას უკეთებს ნეოლიბერტარიალიზმს, და ძალიან მალე აჩვენა მსოფლიო კრიზისმა, რომ იმას რასაც ითხოვნდნენ ყოველთვის მემარცხენეები რომ საბაზრო ეკონომიკა ყოფილიყო რეგულირებადი, მე ვსაუბრობ ნორმალურ მემარცხენეებზე არ ვგულისხმობ რადიკალებს, ვფიქორბ რომ საბოლოოდ ეს ოდეოლოგია იქნება წარმატების საწინდარი ამ ქვეყნის განვითარების.
- დამეთანხმებით, ძალიან რთულია დღეს ახალგაზრდობამ აშკარად გამოხატოს თავისი პოლიტიკური შეხედულებები, აირჩიოს მემარცხენეობა და ზოგადად, გააკეთოს ისთი აქტივობები, როგორიც ახალგაზრდა სოციალისტთა ბანაკია. რას ფიქრობთ YშG-ზე, მის საქმიანობაზე და როგორ ფიქრობთ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში?
- თვითონ ის ფაქტი რომ ამდენი ახალგაზრდა შეკრებილია, ამდენი უცხოელი ჩამოსულია, პოლიტიკური ლიდერები იყვნენ გუშინდელ დებატებზე, განაპირობებს იმას, რომ ამ ახალგაზრდობამ, ახალგაზრდა სოციალისტებმა თავისი სიტყვა უკვე თქვეს. მათ შეინარჩუნეს ორგანიზაცია, ისინი იზრდებიან და არ მცირდებიან. ეს არის განმაპირობებელი იმისა, რომ ამ ორგანიზაციას მომავალი აქვს. ჩვენ ბევრი გვინახავს ხელოვნურად შექმნილი ჯგუფები, ბევრი გვინახავს ე.წ. პატრიოტები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ წახალისებული ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც გუშინდელი თოვლივით დნება და ამას გაგრძელება არა აქვს. ერთადერთი რასაც ვუსურვებდი ახალგაზრდა სოციალისტებს ეს არის თანმიმდევრულობა, რომელიც ყველას გვაკლია და მე იმედი მაქვს რომ ეს თანმიმდევრულობა ასეთი ტიპის ბანაკების შექმნით, მუდმივი კონტაქტით, ზრუნვით და ჩვენ ვხედავთ როგორი ყურადღებით ეპყრობიან ახალგაზრდები ერთმანეთს, როგორ ზრუნავენ სხვებზე, საბოლოო ჯამში თანმიმდევრულობა თუ გაგრძელდება და ეს ურთიერთობები იქნება შენარჩუნებული, ეს მოძრაობაც გაიზრდება და საბოლოო ჯამში ეს იქნება განმაპირობებელი იმისა, რომ სოციალური სამართლიანობა, რომელიც განმაპირობბელია ქვეანაში მშვიდობისა, მიაღწევს მიზანს. ახალგარზდებს ვუსურვედბი, უფრო ამბიციურები იყვნენ, უფრო თანმიმდევრულები და რაც ყვლაზე მთავარია, აღელვებდეთ სხვისი პრობლემები, სხვას სხვას დაუდგნენ გვერდში და ნუ იფიქრებენ მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ამ ცხოვრებაში.
- ახალგაზრდა სოციალისტები უფრო ახალი თაობაა, პროფკავშირები შედარებით ძველი, მაგრამ მათ ერთი იდეოლოგია აერთიანებთ. როგორი სახით, რა აქტივობებით შეიძლება მათი თანამშრომლობა მომავალში?
- არც ერთ პროფკავშირის წევრს არ აქვს იმის პრობლემა, რომ იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, თუ ამ პროფკავშირის წევრებს, დასაქმებულ ადამიანებს, კარგად აუხსნიან რა იდეოლოგიიის მატარებელია ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი. ელექტორატი ,რომელიც უნდა გააერთიანოს სოციალ-დემოკრატიულმა მოძრაობამ, არის სწორედ პროფკავშირები, ფალკონები და ის ახალგარზრდა ჯგუფები, რომლებიც ამ პოლიტიკურ პარტიებს ყავთ. მე ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა თავშივე არის ჩადებული, იმიტომ რომ ჩვენი ორიენტირი არის სამართლიანობა და გამორიცხულია რომ სოციალისტმა სხვა რომელიმე ოდელოგიაზე დაიწყო საუბარი, ის პრაქტიკულად აღარ იქნება სოციალისტი. ანუ თემები, რომლებსაც ეს პოლიტიკური პარტიები, ახალგაზრდები გაახამურებენ უნდა იყოს მომხიბვლელი იმ დასაქმებული ადამიანებისთვის და როგორც პროფკავშირები იცავს ადამიანების უფლებებს, სწორედ ასე უნდა დაიცვას უფლებები პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ეს იქნებიან ახალგაზრდა სოციალისტები, თუ რომელიმე სხვა მემარცხენე იდეოლოგიის მქონე პარტიები.

No comments:

Post a Comment