მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგია – ეს არის იდეოლოგია, რომელმაც დღეს 200-მდე ახალგაზრდა გააერთიანა საქართველოდან და ევროპიდან. ბანაკის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მემარცხენე პოლიტიკაზე და მის პერსპექტივებზე გამართული დებატები იყო. 8 სექტემბერს I რესპუბლიკის დარბაზში ბანაკის ყველა წევრი და მოწვეული სტუმრები შეიკრიბნენ. საქართველოში არსებული მემარცხენე გაერთიანებების წარმომადგენლები - საქართველოს პროფესიული გაერთიანების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ასევე ჟურნალისტი შოთა ხინჩაგაშვილი და სოციოლოგი მიხეილ სვანიძე. დებატებს უძღვებოდა ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.
დებატებზე განიხილეს საქართველოში არსებული სიტუაცია პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შესახებ, ისაუბრეს მემარცხენე პოლიტიკური პარტიების არსებობის აუცილებლობაზე და იმ ელემენტებზე, რისი განხორციელებაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ იდეოლოგიამ საქართველოში განვითარების მაღალ წერტილს მიაღწიოს. მთავარი იმედი მემარცხენე იდეოლოგიის უფროსი წარმომადგენლებისთვის ისევ და ისევ ახალგაზრდობა დასახელდა. ―აუცილებელია მემარცხენე იდეოლოგიაზე ყოველკვირეულად გაიმართოს დისკუსიები ახალგაზრდებთან, საჭიროა უფრო ღრმად განხილვა დეტალების, რადგან ახალგაზრდობა უნდა იყოს ძირითადი ძალა ამ მოძრაობის‖ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა თავის მოხსენებაში. სწორედ ბანაკში შეკრებილი ახალგაზრდების აქტიურობა და ზოგადად ახალგაზრდა სოციალიტების საქმიანობა მოიწონა ირაკლი პეტრიაშვილმაც. “პროფესიული კავშირები ყოველთვის ითანამშრომლებს ახალგაზრდა სოციალისტებთან და ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ ამ ორგანიზაციაზე.”
ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა – ეს არის საფუძველი იმისა, რომ საზოგადოების ინტერესები იყოს გათვალისწინებული პოლიტიკურ საქმიანობაში. ამისათვის საჭიროა საზოგადოება გახდეს უფრო აქტიური და დაინტერესებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. აუცილებელია ახალგაზრდობამ გააცნობიეროს რეალურად რა პრობლემების წინაშე დგანან, იპოვონ თავიანთი როლი საზოგადოებრივრივ ცხოვრებაში და იგრძნონ პასუხისმგებლობა. გააცნობიეროს რეალურად რა პრობლემების წინაშე დგანან, იპოვონ თავიანთი როლი საზოგადოებრივრივ ცხოვრებაში და იგრძნონ პასუხისმგებლობა. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ შედეგს აქტიური ახალგაზრდების სახით. ახალგაზრდა სოციალისტები აქტიურად მუშაობენ ამ მხრივ და მუდმივად ატარებენ სემინარებს თუ დისკუსიებს სხვადასხვა სტუდენტურ ჯგუფებში. სწორედ მსგავსი აქტიურობის შედეგია დღევანდელი საზაფხულო ბანაკი და ახალგაზრდა სოციალისტთა ორგანიზაციის პერიოდული ზრდა. “მემარცხენეობა ნიშნავს სამართლიანობას. ჩვენ ცალ-ცალკე ვერაფერს მივაღწევთ, საჭიროა მემარცხენე ძალების გაერთიანება, რათა უფრო გავძლიერდეთ. ჩვენ ერთად უნდა ავიღოთ ეს საქმე ხელში – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
შოთა ხინჩიგაშვილი: “ახალგაზრდა სოციალისტებს რამდენიმე თვეა ვიცნობ და ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტია და არც პასიური NGO, იმიტომ რომ თავად გამოვიდნენ კავშირზე და იმის შემდეგ მომეწონა ამასთან არ არის აუცილებელი მაშინვე გაწევრიანდე, ღია არის ნებისმიერი ტიპის განხილვებისთვის და დებატებისთვის და ეს ძალიან კარგია. დებატები ჯერჯერობით ყველაზე საინტერესო იყო და თვისობრივად განსხვავდებოდა ახალგაზრდა სოციალისტების მიერ ჩატარებული სხვა დებატებისგან, იმიტომ, რომ აქ იყო სხვადასხვა სფეროდან და სხვადასხვა სფეროში მომუშავე ხალხი. ერთი მხრივ, მეშინოდა იმის, რომ დისკუსია ძალიან აჭრილი იქნებოდა და არ გვექნებოდა რაიმე საერთო საპოლემიკო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. შეკითხვები ძალიან საინტერესო იყო. კარგი იქნებოდა უფრო მეტი კითხვის საშუალებას თუ მივცემდით მათვ, მაგრამ შეზღუდული იყო დრო და მეც ბევრი სათქმელი და სადისკუსიო დამრჩა. მე ვფიქრობ, ასეთი შეხვედრების დროს მაქსიმალურად გულახდილები უნდა ვიყოთ. არა კონფლიქტურები მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვთქვათ თვითონ შიდა მემარცხენე ფლანგზე რა პრობლემები შეიძლება იყოს მომავალში. ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ რადგან ეს ის ეტაპია სადაც მემარცხენეობა შეიძლება მოკვდეს პერსპექტივაში ან გავითვალისწინოთ ის წარსული შეცდომები რაც უკვე დაგვემართა. მემარცხენე მოძრაობების პერსპექტივების გაზრდისთვის ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს ამ ტიპის ღონისძიებებზე, რაც არის იმაზე რომ უბრალოდ გავაგებინოთ როგორი შეიძლება იყოს ზოგადად მემარცხენე ან ახალგაზრდა სოციალისტთა მიდგომა გარკვეული საზოგადოერბივი და პოლიტიკური პრობლემებისადმი, რომ შემდეგ გადახარშონ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ცარიელი ფურცლიდან ვიწყებთ და ხშირად მემარჯვენე ლიბერტარიანული იდეებიც კი ტრიალებს ხოლმე დისკუსიების დროს, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია.
No comments:
Post a Comment