დანიშნულების ადგილამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. ხანგრძლივი მგზავრობა და ნანატრი ადგილი – კეჩხობი, სადაც ახალგაზრდა სოციალისტების პირველი საზაფხულო ბანაკი ტარდება. “კეჩხობი 2010” 7 სექტემბერს გახსნილად გამოაცხადეს. ყველაფერი ისეთია, როგორც ახალგაზრდულ ბანაკში – ხეებზე გაბმული ბროშურები, ახალგაზრდების ჯგუფებით სავსე მინდორი, გიტარა და უცხოელი სტუმრების მიერ შესრულებული ქართული სიმღერები – ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. რეგისტრაციის და ტექნიკური დეტალების მოგვარების შემდეგ ბანაკის პირველი საღამო იწყება – I რესპუბლიკის დარბაზში მოწყობილი სცენა, ჭერზე დამაგრებული წითელი ბუშტები, რომლებიც ელოდებიან, როდის ჩამოყრიან დაბლა.
საღამოს წამყვანები ახალგარდზა სოციალისტების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი მაკა ჯავახიშვილი და საქართველოს ფალკონების თავმჯდომარე ეთო ვაშაყმაძე არიან. მაკა ჯავახიშვილი: ―მოგესალმებით და გილოცავთ ჩვენის ოცნების ახდენას - პირველი საზაფხულო ბანაკის ―კეჩხობი 2010-ის გახსნას – ემოციური შეძახილები და მხურვალე ტაში. დარბაზი სავსეა ახალგაზრდებით მთელი საქართველოდან და არა მარტო საქართველოდან, ლატვიიდან, გერმანიიდან. ირლანდიიდან ჩამოსული სტუმრებით.
მაკა ჯავახიშვილი: “პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანს, რომლის დამსახურებაცაა ჩვენი ერთად ყოფნა, დიმიტრი ცქიტიშვილს, რომელმაც ჩვენ ყველანი მოგვიყვანა აქამდე. დიკა გვიყვარხარ! – ემოციური მადლობა დამსახურებისამებრ ახალგაზრდა სოციალისტთა ყოფილ თავმჯდომარეს და ამჟამად ორგანიზაციის კოორდინატორს, ახალგაზრდებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ბანაკი ჩატარებულიყო, საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს და, რა თქმა უნდა, უცხოელ პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერითაც გაკეთდა საზაფხულო ბანაკი.
ეკრანზე აღბეჭდილი ისტორია, ორგანიზაციის ყოფილი და ამჟამინდელი წევრების ინტერვიუები, ფოტოები და ვიდეოები – ამ ყველაფერს 150- მდე ახალგაზრდა ინტერესით ადევნებდა თვალს. სცენაზე ორგანიზაციის მმართველმა ჯგუფმა მოიყარა თავი და ყველას სათქმელი ანალოგიური იყო – “უზომოდ მიხარია, რომ დღეს ჩვენი ორგანიზაცია ამდენ აქტივისტს აერთიანებს და გილოცავთ ახალგაზრდული ბანაკის გახსნას.
სცენას ასეთივე ემოციებით სავსე ახალგაზრდა ფალკონები იკავებენ. ეკრანზე გახსნამდე ორი წუთით ადრე მომზადებული ფალკონების კლიპი გადის. ახლა უკვე მწვანე ფერებში გამოწყობილი გამგეობის წევრები გვილოცავენ ბანაკის პირველ დღეს და აქტიურობისკენ მოგვიწოდებენ. აქტიურები კი უცხოელი სტმრები აღმოჩნდნენ, რომელთაც არა ერთი სიმღერა მოგვიძღვნეს. მღეროდა ყველა, განურჩევლად სასმენო შესაძლებლობებისა.
მხიარული საღამო თბილისელმა დიჯეიმ დაასრულა, დარბაზი ფერადი განათებითა და კლუბური მუსიკის ელემენტებით არ გაგრძნობინებდათ, რომ მთაში იმყოფებით და მეორე დილით 10 საათზე სემინარზე გეჩქარებათ. თუმცა ეს ყველაფერი მეორე დღეს, რომელსაც ისევ ღამე მოყვება და მთელი დღის განმავლობაში გადაღლილები ისევ გასართობად გაეშურებიან.
No comments:
Post a Comment