Friday, December 24, 2010

იდეოლოგიები

კეჩხობის ბანაკმა ახალგაზრდებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა, გართობასთან ერთად შემეცნებით დაკავებულიყვნენ. ბანაკის პროგრამა დაიტვირთა მრავალფეროვანი სემინარებითა ტრეინინგებით, რომლებშიც აქტიურად იყო ჩართული ყველა წევრი. ერთ-ერთი სასემინარო თემა იდეოლოგიები იყო. სემინარს უძღვებოდა შალვა ქობულაშვილი, სხვადასხვა საკითხთა მომხსენებლები კი იყვნენ არასამთავრობო სექტორის „მშვიდობის, განვითარებისა და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელი და ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, პოლიტოლოგი და სოციოლოგი, გია თოდუა, რომელმაც ისაუბრა საქართველოს სოციალ-დემოკრატების პირველი რესპუბლიკის შესახებ.
მეორე მომხსენებელი გახლდათ ანდრო შოლცი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მან ისაუბრა თავისი პარტიის ისტორიის შესახებ და ასევე თანამედროვე სოციალ-დემოკრატიის პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. ჯგუფის წევრები დაინტერესდნენ საკითხით და აქტიურად სემინარზე, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, განიხილა დასაქმების, შრომის ბაზრის, ჯანმრთელობის დაცისა და სოციალური უსამართლობის თემები. ყურადღება გამახვილდა ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა დემოკრატია, სამართლიანობა, თანასწორობა, სოლიდარობა და თავისუფლება
ანდრო შოლცი შეეხო ეკონომიკის თემასაც და ისაუბრა საარსებო მინიმუმზე გერმანიაში. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად შექმნილი ინფლაციის შემდეგ საარსებო მინიმუმი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა ამისა, გერმანიაში კრიზისის დროს სახელმწიფო დახმარება იმ კომპანიებს, რომლებიც არ ათავისუფლებს და ხარჯების 75 %-ს თავად ანაღაურებს. გერმანელი მომხსენებელი შეეხო ლიბერალური მიდგომის საკითხს, რაშიც იგულისხმება დებულება - ყველა ადამიანი იბრძვის საკუთარი თავისთვის, ოღონდ ის არ არის მარტო და სახელმწიფოც ეხმარება მას მიზნების განხორციელებაში.ცვლილებების შეტანა მათივე გაუმჯობესების მიზნით. მოხდა იდეათა გაცვლა, დისკუსიის შედეგად კი შესაძლებელი გახდა საერთო იდეის ჩამოყალიბება.
გია გოდუა: „იდეოლოგიის სემინარი ძალიან სასარგებლოა მისი მონაწილეებისთვის, ის მიეხმარება მათ გაერკვნენ რას რას წარმოადგენს სოციალისტური იდეოლოგია, რა განსხვავებები არსებობს სოციალისტებს შორის იდეოლოგიური თვალსაზრისით, ეს არის სემინარის მთავარი მიზანი და ასევე ის დოკუმენტი, რაც შეიქმნება და წარედგინება ბანაკის მონაწილეებს რაც ასევე საასარგებლო იქნება მათთვის ამ საკითხებში გასარკვევად. რაც შეეხება ახალგაზრდა სოციალისტებს, მათ მიერ დასახული მიზნები რეალურად მიმაჩნია და ამიტომაც ვიღებ ამ ბანაკში მონაწილეობას. ბანაკი დაეხმარება მონაწილეებს დისკუსიის ფონზე უფრო კარგად ჩამოაყალიბონ მიზნები, შეთანხმდნენ ან არ შეთანხმდნენ რამეზე. დღესდღეობით ახალგაზრდა სოციალისტები მოსამზადებელ ეტაპზე არიან, იქმნება ბირთვი, ჯგუფი ადამიანების და მე ვისურვებდი, რომ ახალგაზრდა სოციალისტები, ორგანიზაციის წევრები რაღაც დროის განმავლობაში გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე და მივიდნენ იმ ეტაპამდე რაც არის საზოგადოებასთან მუშაობა, საზოგადოების ორგანიზება ამა თუ იმ ფორმით, იმიტომ, რომ ვფიქრობ დღევანდელი პრობლემა საზოგადოების არაორგანიზებულობაა და ისინი ვერ იცავენ თავის ინტერესებს. მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობები მხოლოდ მაშინ მიაღწევენ წარმატებას, როცა მათ ექნებათ მხარდაჭერა საზოგადოების ორგანიზებული ნაწილისგან, პროფკავშირებისგან და ა.შ. ახალგაზრდა სოციალისტებმა სწორედ ამ მხრივ უნდა იმუშაონ.

No comments:

Post a Comment