Friday, December 24, 2010

ფალკონების სემინარი

ფალკონების ბანაკში სემინარებს მსოფლიო ფალკონების წარმომადგენელი ავსტრიიდან ზიმონ ვოლტერი ატარებდა. სემინარის თემა შეეხებოდა განათლებას, ორგანიზაციის მშენებლობას, გუნდურ მუშაობას და კამპანიის წარმოებას. მოხსენებიდან შევიტყვეთ, რომ დასავლეთ ევროპაში ორგანიზაციები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქტიურად მუშაობენ ბავშვთა განათლების საკითხებზე. ყურადღებას აქცევენ უპატრონო ბავშვებს. „არ აქვს მნიშვნელობა ბავშვებთან მუშაობ თუ მოზრდილებთან, მთავარი პრონციპი გუნდურად მუშაობაა― - განაცხადა ზიმონ ვოლტერმა და ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები ცდილობდნენ ჯგუფურად მუშაობას. საკმაოდ დიდი მოხსენება გაკეთდა გუნდური მუშაობის სპეციფიკაზე. იყო ხერხია ახალგაზრდების გასააქტიურებლად. განათლების თემა არანაკლებ საინტერესო კონტექსტში განიხილეს. რა კავშირშია განათლება ინდივიდთან, ჯგუფთან და საზოგადოებასთან, ეს ყველაფერი კი ერთმანეთს უკავშირდება. ახალგარდა ფალკონები სხვადასხვა ჯგუფებში მუშაობდნენ და ცდილობდნენ თავიანთი შეხედულებები ჩამოეყალიბებინათ განათლების თემაზე ზემოთაღნიშნული პრინციპების მიხედვით. ორგანიზაციის მშენებლობა - თემაზე ჯგუფებში დამუშავდა მიზნები და მათ მიღწევის გზები. ასევე, კამპანიის მშენებლობა, სადაც ჯგუფებში დამუშავდა პრ პროგრამები სხვადასხვა თემებზე. ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვნენ გუნდურ მუშაობაში და საკმაოდ კარგად გამოიყენეს ორი დღის განმავლობაში ავსტრიელი სტუმრისგან მოწოდებული ცოდნა.

No comments:

Post a Comment