Friday, December 24, 2010
შალვა ქობულაშვილი
ორგანიზაციის წევრობა გადავწყვიტე მას მერე, რაც დავესწარი ერთ-ერთ სემინარს, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო ურთიერთობებს. ეს იყო 2009 წლის 28 მარტს, მე გავხდი საქართველოს ფალკონებისა და მაშინდელი “ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირის წევრი. გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია, რადგან ორგანიზაციაში მისვლისთანავე შევნიშნე ისეთი დეტალები, რაც დავაფასე. პირველ რიგში, მომეწონა არსებული სიტუაცია, თავიდანვე მოხდა ჩემი, სრულიად უცნობი ადამიანის ინტერესების გათვალისწინება და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მემარცხენეობა მომწონ-და. ამჟამად ვარ ახალგაზრდა სოციალისტების იდეოლოგიური ჯგუფის კოორდინატორი და ჩემს მოვალეობებში შედის ჯგუფთან ერთად სხვადასხვა საპროგრამო დოკუმენტების დამუშავება და გამართვა. მომწონს ის საქმიანობა რასაც ორგანიზაცია ეწევა და ვფიქრობ, რომ ეს სასარგებლოა ჩვენთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც. ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო ნაყოფიერად გვემუშავა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment