Friday, December 24, 2010

ახალგაზრდული პოლიტიკა

იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდა სოციალისტები ვიბრძვით ჩვენს ქვეყანაში გარკვეული ცვლილებების შესატანად, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექქმნა. ჩვენი სამიზნე ჯგუფი არის ახალგაზრდობა ანუ ახალგაზრდული პოლიტიკა. რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოება არ შედგება მხოლოდ ახალგაზრდული პოლიტიკისგან, მაგრამ აქ არის სხვადასხვა ინტერესტთა ჯგუფები. იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაცია შედგება ახალგაზრდებისგან, ვცდილობთ დავხვეწოთ ახალგაზრდული პოლიტიკის ჩარჩოები. ქვეყანაში, სადაც არ არსებობს ახლგაზრდული პოლიტიკის განვითარების კონცეფცია, აუცილებელია ვინმემ მაინც მაინც განსაზღვროს, თუ რა არის ახალგაზრდული პოლიტიკა. სხვათაშორის ამ თემამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, ბევრმა ახალგაზრდამ გამოთქვა სურვილი სიების შედგენის დროს, რომ ჩაწერილიყვნენ ამ სემინარზე. რეალურად, საქართველოში ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ბევრმა არც იცის, რას ნიშნავს ზოგადად ეს ტერმინი. ეს არ არ არის ახალგაზრდების ბრალი, თუმცა აუცილებლად უნდა იფიქროს ვიღაცამ ამაზე და მიაწოდოს მათ ინფორმაცია, თუ რა არის მათი მოვალეობები და უფლებები. სწორედ აქედან გამომდინარე, შეირჩა ეს თემა.
პირველი სემინარი დაეთმო ზოგად საუბრებს. მომხსენებლები იყვნენ ახალგაზრდა ლეიბორისტები ნორვეგიიდან. მათი პრეზენტაცია საკმაოდ მიზანმიმართული იყო ქართველი ახალგაზრდებისთვის, რადგან ყურადღება გამახვილებული იქნა იმ მთავარ თემებზე, რაც ახალგაზრდებს აინტერესებდათ. გაიმართა დებატები, დისკუსიები, ბავშვები დაიყვნენ ზოგადად ჩამოეყალიბებინათ ის ჩარჩოები, რასაც საქართველოში უნდა ეწოდოს ახალგაზრდული პოლიტიკა.
შემდეგ მომხსენებლად გვყავდა დიმიტრი ცქიტიშვილი, მსოფლიო სოციალისტების პრეზიდიუმის წევრი და ასევე საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების კონტროლ-კომისიის წევრი. მან საკმაოდ სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდა ახალგარდზებს, საქართველოში არსებულ უწინდელ და ასევე დღეს არსებულ სიტუაციაზე, რამაც საშუალება მისცა ახალგაზრდებს, შეედარებინათ საქართველოსა და ევროპის ქვეყნების მაგალითები ერთმანეთისთვის. ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, მათ გაუჩნდათ შეგრძნება, რომ ისინი ძალიან მნიშნელოვანი პროცესების მიღმა დგანან, პროცესების რომლებიც მათ ბედს წყვეტს, მაგრამ მათ არაფერი იციან ამის შესახებ. სწორედ ამიტომაც გაუჩნდათ სურვილი ბანაკის შემდგომაც ჩაერთონ ახალგაზრდულ პოლიტიკაში.
მეორე დღე დაეთმო ჩვენი ხედვების ჩამოყალიბებას. ჩვენ გვქონდა მომზადებული დრაფტი ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ, ასევე იყო სტუდენტებისა და ახალგაზრდების დასაქმების პრობლემასთან დაკავშირებით. ანუ სოციალური პოლიტიკა ახალგაზრდების მიმართ. სამივე თემაზე იყო დისკუსიები, სამუშაო ჯგუფებში, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ჩვენი დეკლარაცია, სადაც თავმოყრილია ჩვენი ხედვები ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. დეკლარაცია ხვალინდელ კონფერენციაზე განიხილება.
ზოგადად სემინარი იყო ნამდვილად პროდუქტიული ახალგარზდებისთვის.

No comments:

Post a Comment