Friday, December 24, 2010

ინტერვიუ ირაკლი პეტრიაშვილთან

- რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოება უფრო ინფორმირებული იყოს მემარცხენე იდეოლოგიის შესახებ და მემარცხენეობის პერსპექტივები უფრო გაიზადოს?
- პერპექტივები მემარცხენე პოლიტიკას საქართველოში აქვს და ეს პერსპექტივები რეალობაში იქნება ასახული ძალიან მალე. ის ადამიანები რომლებიც მხოლოდ საკუტარი ტავის და ინტერესების დაცვაზე არიან ორიენტირებულები ესეთი ტიპის იდეოლოგიებს და ადამიანებს წარმატებები არ ექნებათ. ადამიანები იმით განსხვავდებიან ცხოველებისგან რომ ერთმანეთის მიმართ უნდა იყვნენ სოლიდარულები და გაუწიონ ერთმანეთს დახმარების ხელი. ჩემთვის მემარცხენეობა არის სამართლიანობა და თავის თავზე ორიენტირებულ იდეოლოგიებს არ აქვთ მომავალი. ჩემი აზრით, პროფკავშირებიც, ახალგაზრდა სოციალისტებიც, ფალკონებიც განგებამ ესე ინება, რომ მუდმივად პარტნიორები იქნებიან. მე ვფიქრობ რომ ჩვენ ყველას გვჭირდება მენტალური ცვლილებები და მენტალურ ცვლილებებს განაპირობებს ის ახალგაზრდა თაობა რომელიც მოდის და რომელიც ხედავს რა არის დასავლური ღირებულებები, თქვენ ჩვენგან განსხვავებით უფრო ადვილად ითვისებთ ყველაფერს, ხედავთ თქვენი თანატოლები დასავლურ ქვეყნებში როგორ გრძნობენ თავს, უფრო თავისუფლად, უფრო დაცულად, როგორ აქვთ მოპოვებული სოციალური გარანტიები. სწორედ ეს არის მემარცხენეობა, ეს არის სამართლიანი ცხოვრების დამკვიდრება საქართველოში და კარგი იქნება თუ ამ მოდელების იმპლემენტაციას მოვახდენთ ჩვენს ცხოვრებაში. ვფიქრობ რომ ე სარი არის ძალიან შორი პერსპექტივა იმიტომ რომ დღეს არსებული იდეოლოგია რასაც ხელისუფლება გვთავაზობს ზოგადად დისკრედიტაციას უკეთებს ნეოლიბერტარიალიზმს, და ძალიან მალე აჩვენა მსოფლიო კრიზისმა, რომ იმას რასაც ითხოვნდნენ ყოველთვის მემარცხენეები რომ საბაზრო ეკონომიკა ყოფილიყო რეგულირებადი, მე ვსაუბრობ ნორმალურ მემარცხენეებზე არ ვგულისხმობ რადიკალებს, ვფიქორბ რომ საბოლოოდ ეს ოდეოლოგია იქნება წარმატების საწინდარი ამ ქვეყნის განვითარების.
- დამეთანხმებით, ძალიან რთულია დღეს ახალგაზრდობამ აშკარად გამოხატოს თავისი პოლიტიკური შეხედულებები, აირჩიოს მემარცხენეობა და ზოგადად, გააკეთოს ისთი აქტივობები, როგორიც ახალგაზრდა სოციალისტთა ბანაკია. რას ფიქრობთ YშG-ზე, მის საქმიანობაზე და როგორ ფიქრობთ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში?
- თვითონ ის ფაქტი რომ ამდენი ახალგაზრდა შეკრებილია, ამდენი უცხოელი ჩამოსულია, პოლიტიკური ლიდერები იყვნენ გუშინდელ დებატებზე, განაპირობებს იმას, რომ ამ ახალგაზრდობამ, ახალგაზრდა სოციალისტებმა თავისი სიტყვა უკვე თქვეს. მათ შეინარჩუნეს ორგანიზაცია, ისინი იზრდებიან და არ მცირდებიან. ეს არის განმაპირობებელი იმისა, რომ ამ ორგანიზაციას მომავალი აქვს. ჩვენ ბევრი გვინახავს ხელოვნურად შექმნილი ჯგუფები, ბევრი გვინახავს ე.წ. პატრიოტები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ წახალისებული ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც გუშინდელი თოვლივით დნება და ამას გაგრძელება არა აქვს. ერთადერთი რასაც ვუსურვებდი ახალგაზრდა სოციალისტებს ეს არის თანმიმდევრულობა, რომელიც ყველას გვაკლია და მე იმედი მაქვს რომ ეს თანმიმდევრულობა ასეთი ტიპის ბანაკების შექმნით, მუდმივი კონტაქტით, ზრუნვით და ჩვენ ვხედავთ როგორი ყურადღებით ეპყრობიან ახალგაზრდები ერთმანეთს, როგორ ზრუნავენ სხვებზე, საბოლოო ჯამში თანმიმდევრულობა თუ გაგრძელდება და ეს ურთიერთობები იქნება შენარჩუნებული, ეს მოძრაობაც გაიზრდება და საბოლოო ჯამში ეს იქნება განმაპირობებელი იმისა, რომ სოციალური სამართლიანობა, რომელიც განმაპირობბელია ქვეანაში მშვიდობისა, მიაღწევს მიზანს. ახალგარზდებს ვუსურვედბი, უფრო ამბიციურები იყვნენ, უფრო თანმიმდევრულები და რაც ყვლაზე მთავარია, აღელვებდეთ სხვისი პრობლემები, სხვას სხვას დაუდგნენ გვერდში და ნუ იფიქრებენ მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ამ ცხოვრებაში.
- ახალგაზრდა სოციალისტები უფრო ახალი თაობაა, პროფკავშირები შედარებით ძველი, მაგრამ მათ ერთი იდეოლოგია აერთიანებთ. როგორი სახით, რა აქტივობებით შეიძლება მათი თანამშრომლობა მომავალში?
- არც ერთ პროფკავშირის წევრს არ აქვს იმის პრობლემა, რომ იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, თუ ამ პროფკავშირის წევრებს, დასაქმებულ ადამიანებს, კარგად აუხსნიან რა იდეოლოგიიის მატარებელია ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი. ელექტორატი ,რომელიც უნდა გააერთიანოს სოციალ-დემოკრატიულმა მოძრაობამ, არის სწორედ პროფკავშირები, ფალკონები და ის ახალგარზრდა ჯგუფები, რომლებიც ამ პოლიტიკურ პარტიებს ყავთ. მე ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა თავშივე არის ჩადებული, იმიტომ რომ ჩვენი ორიენტირი არის სამართლიანობა და გამორიცხულია რომ სოციალისტმა სხვა რომელიმე ოდელოგიაზე დაიწყო საუბარი, ის პრაქტიკულად აღარ იქნება სოციალისტი. ანუ თემები, რომლებსაც ეს პოლიტიკური პარტიები, ახალგაზრდები გაახამურებენ უნდა იყოს მომხიბვლელი იმ დასაქმებული ადამიანებისთვის და როგორც პროფკავშირები იცავს ადამიანების უფლებებს, სწორედ ასე უნდა დაიცვას უფლებები პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ეს იქნებიან ახალგაზრდა სოციალისტები, თუ რომელიმე სხვა მემარცხენე იდეოლოგიის მქონე პარტიები.

დებატები - მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობის პერსპექტივები საქართველოში

მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგია – ეს არის იდეოლოგია, რომელმაც დღეს 200-მდე ახალგაზრდა გააერთიანა საქართველოდან და ევროპიდან. ბანაკის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მემარცხენე პოლიტიკაზე და მის პერსპექტივებზე გამართული დებატები იყო. 8 სექტემბერს I რესპუბლიკის დარბაზში ბანაკის ყველა წევრი და მოწვეული სტუმრები შეიკრიბნენ. საქართველოში არსებული მემარცხენე გაერთიანებების წარმომადგენლები - საქართველოს პროფესიული გაერთიანების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ასევე ჟურნალისტი შოთა ხინჩაგაშვილი და სოციოლოგი მიხეილ სვანიძე. დებატებს უძღვებოდა ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.
დებატებზე განიხილეს საქართველოში არსებული სიტუაცია პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შესახებ, ისაუბრეს მემარცხენე პოლიტიკური პარტიების არსებობის აუცილებლობაზე და იმ ელემენტებზე, რისი განხორციელებაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ იდეოლოგიამ საქართველოში განვითარების მაღალ წერტილს მიაღწიოს. მთავარი იმედი მემარცხენე იდეოლოგიის უფროსი წარმომადგენლებისთვის ისევ და ისევ ახალგაზრდობა დასახელდა. ―აუცილებელია მემარცხენე იდეოლოგიაზე ყოველკვირეულად გაიმართოს დისკუსიები ახალგაზრდებთან, საჭიროა უფრო ღრმად განხილვა დეტალების, რადგან ახალგაზრდობა უნდა იყოს ძირითადი ძალა ამ მოძრაობის‖ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა თავის მოხსენებაში. სწორედ ბანაკში შეკრებილი ახალგაზრდების აქტიურობა და ზოგადად ახალგაზრდა სოციალიტების საქმიანობა მოიწონა ირაკლი პეტრიაშვილმაც. “პროფესიული კავშირები ყოველთვის ითანამშრომლებს ახალგაზრდა სოციალისტებთან და ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ ამ ორგანიზაციაზე.”
ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა – ეს არის საფუძველი იმისა, რომ საზოგადოების ინტერესები იყოს გათვალისწინებული პოლიტიკურ საქმიანობაში. ამისათვის საჭიროა საზოგადოება გახდეს უფრო აქტიური და დაინტერესებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. აუცილებელია ახალგაზრდობამ გააცნობიეროს რეალურად რა პრობლემების წინაშე დგანან, იპოვონ თავიანთი როლი საზოგადოებრივრივ ცხოვრებაში და იგრძნონ პასუხისმგებლობა. გააცნობიეროს რეალურად რა პრობლემების წინაშე დგანან, იპოვონ თავიანთი როლი საზოგადოებრივრივ ცხოვრებაში და იგრძნონ პასუხისმგებლობა. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ შედეგს აქტიური ახალგაზრდების სახით. ახალგაზრდა სოციალისტები აქტიურად მუშაობენ ამ მხრივ და მუდმივად ატარებენ სემინარებს თუ დისკუსიებს სხვადასხვა სტუდენტურ ჯგუფებში. სწორედ მსგავსი აქტიურობის შედეგია დღევანდელი საზაფხულო ბანაკი და ახალგაზრდა სოციალისტთა ორგანიზაციის პერიოდული ზრდა. “მემარცხენეობა ნიშნავს სამართლიანობას. ჩვენ ცალ-ცალკე ვერაფერს მივაღწევთ, საჭიროა მემარცხენე ძალების გაერთიანება, რათა უფრო გავძლიერდეთ. ჩვენ ერთად უნდა ავიღოთ ეს საქმე ხელში – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
შოთა ხინჩიგაშვილი: “ახალგაზრდა სოციალისტებს რამდენიმე თვეა ვიცნობ და ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტია და არც პასიური NGO, იმიტომ რომ თავად გამოვიდნენ კავშირზე და იმის შემდეგ მომეწონა ამასთან არ არის აუცილებელი მაშინვე გაწევრიანდე, ღია არის ნებისმიერი ტიპის განხილვებისთვის და დებატებისთვის და ეს ძალიან კარგია. დებატები ჯერჯერობით ყველაზე საინტერესო იყო და თვისობრივად განსხვავდებოდა ახალგაზრდა სოციალისტების მიერ ჩატარებული სხვა დებატებისგან, იმიტომ, რომ აქ იყო სხვადასხვა სფეროდან და სხვადასხვა სფეროში მომუშავე ხალხი. ერთი მხრივ, მეშინოდა იმის, რომ დისკუსია ძალიან აჭრილი იქნებოდა და არ გვექნებოდა რაიმე საერთო საპოლემიკო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. შეკითხვები ძალიან საინტერესო იყო. კარგი იქნებოდა უფრო მეტი კითხვის საშუალებას თუ მივცემდით მათვ, მაგრამ შეზღუდული იყო დრო და მეც ბევრი სათქმელი და სადისკუსიო დამრჩა. მე ვფიქრობ, ასეთი შეხვედრების დროს მაქსიმალურად გულახდილები უნდა ვიყოთ. არა კონფლიქტურები მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვთქვათ თვითონ შიდა მემარცხენე ფლანგზე რა პრობლემები შეიძლება იყოს მომავალში. ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ რადგან ეს ის ეტაპია სადაც მემარცხენეობა შეიძლება მოკვდეს პერსპექტივაში ან გავითვალისწინოთ ის წარსული შეცდომები რაც უკვე დაგვემართა. მემარცხენე მოძრაობების პერსპექტივების გაზრდისთვის ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს ამ ტიპის ღონისძიებებზე, რაც არის იმაზე რომ უბრალოდ გავაგებინოთ როგორი შეიძლება იყოს ზოგადად მემარცხენე ან ახალგაზრდა სოციალისტთა მიდგომა გარკვეული საზოგადოერბივი და პოლიტიკური პრობლემებისადმი, რომ შემდეგ გადახარშონ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ცარიელი ფურცლიდან ვიწყებთ და ხშირად მემარჯვენე ლიბერტარიანული იდეებიც კი ტრიალებს ხოლმე დისკუსიების დროს, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია.

ფალკონების სემინარი

ფალკონების ბანაკში სემინარებს მსოფლიო ფალკონების წარმომადგენელი ავსტრიიდან ზიმონ ვოლტერი ატარებდა. სემინარის თემა შეეხებოდა განათლებას, ორგანიზაციის მშენებლობას, გუნდურ მუშაობას და კამპანიის წარმოებას. მოხსენებიდან შევიტყვეთ, რომ დასავლეთ ევროპაში ორგანიზაციები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქტიურად მუშაობენ ბავშვთა განათლების საკითხებზე. ყურადღებას აქცევენ უპატრონო ბავშვებს. „არ აქვს მნიშვნელობა ბავშვებთან მუშაობ თუ მოზრდილებთან, მთავარი პრონციპი გუნდურად მუშაობაა― - განაცხადა ზიმონ ვოლტერმა და ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები ცდილობდნენ ჯგუფურად მუშაობას. საკმაოდ დიდი მოხსენება გაკეთდა გუნდური მუშაობის სპეციფიკაზე. იყო ხერხია ახალგაზრდების გასააქტიურებლად. განათლების თემა არანაკლებ საინტერესო კონტექსტში განიხილეს. რა კავშირშია განათლება ინდივიდთან, ჯგუფთან და საზოგადოებასთან, ეს ყველაფერი კი ერთმანეთს უკავშირდება. ახალგარდა ფალკონები სხვადასხვა ჯგუფებში მუშაობდნენ და ცდილობდნენ თავიანთი შეხედულებები ჩამოეყალიბებინათ განათლების თემაზე ზემოთაღნიშნული პრინციპების მიხედვით. ორგანიზაციის მშენებლობა - თემაზე ჯგუფებში დამუშავდა მიზნები და მათ მიღწევის გზები. ასევე, კამპანიის მშენებლობა, სადაც ჯგუფებში დამუშავდა პრ პროგრამები სხვადასხვა თემებზე. ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვნენ გუნდურ მუშაობაში და საკმაოდ კარგად გამოიყენეს ორი დღის განმავლობაში ავსტრიელი სტუმრისგან მოწოდებული ცოდნა.

გენდერული თანასწორობა

გენდერული თანასწორობა შემდეგი სასემინარო თემაა. როგორც ყველა დანარჩენი, ეს თემაც ქართული რეალობიდან გამომდირაე შეირჩა. პრობლემები გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით საქართველოში აქტუალური და სამწუხაროდ დიდი რაოდენობითაა. ამ თემას და მასზე არსებულ პრობლემებს ბევრი ექსპერტი ქართულ მენტალიტეტს და ტრადიციულ შეხედულებებს უკავშირებს. დისკუსიაც სემინარზე სწორედ ამ კუთხით წარიმართა. სემინარს ახალგაზრდა სოციალისტი, ქეთი ცინცაძე, უძღვებოდა. განხილვა კონკრეტული მაგალითების მოყვანით დაიწყო, რომლებზეც ახალგაზრდებმა სკეტჩიც კი დადგეს პრობლემის უკეთესად აღქმისთვის. ყველაზე აქტუალური თემა დამსწრე ახალგაზრდებში მაინც ოჯახში არსებული გენდერული უთანასწორობა გახდა. თუმცა ირლანდიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ირლანდიის მაგალითზე სკმაოდ საინტერესო კუთხით წაიყვანა მსჯელობა. “გენდერი არ გულისხმობს დებულებას, რომ მამაკაცი უკეთესია ქალზე ან პირიქით. ზოგადად ეს ხალხი არის ძალა, რომელიც დგას ქვეყნის სათავეში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათში გენდერულ თანასწორობას.
ქალი პოლიტიკაში – ამ კუთხით განხილული გენდერული თანასწორობა არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. მიზეზები, თუ რატომ შეიძლება ქალს გაუჩნდეს სურვილი, გახდეს პოლიტიკურად აქტიური, ნიკოლა მალონამ თავისი ქვეყნის მაგალითზე მოიყვანა. ქალები, რომლებმაც დაკარგეს შვილები შვილები ირლანდიის კონფლიქტის გამო, ჯერ მებრძოლები გახდნენ, შემდეგ პოლიტიკური პატიმრები და დღეს ისინი ხელისუფლებაში არიან. მათ ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ, ბევრი ფიქრობდა, რომ ქალი არ უდა ყოფილიყო პოლიტიკაში. თუმცა პოზიციის და იდეოლოგიის სიმყარემ ირლანდიელი ქალები მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, ჩამოეყალიბებინათ ქალთა პარტია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა გენდერული თანასწორობისთვის და საზოგადოებაში არსებული კონფლიქტის მოგვარებისთვის. როდესაც ირლანდიელებმა გააცნობიერეს, რომ ებრძოდნენ ერთმანეთს და არა მას, ვინც რეალურად გააღვივა კონფლიქტი ირლანდიაში, გადაწყვიტეს მოლაპარაკების საფუძველზე მიეღწიათ კონსენსუსისათვის. და ეს გადაწყვეტილება შედეგიანი აღმოჩნდა. დღეს წლების განმავლობაში დაპირისპირებული მხარეები სახელმწიფოს მართავენ და ამ მხრივ ცდილობენ მშვიდობა დაამყარონ ქვეყანაში.
პარალელების გავლება საქართველოს მაგალითზე არც თუ ისე ძნელი აღმოჩნდა. ქალი ქართულ პოლიტიკაში – ეს თემა ყველასთვის საინტერესო და ერთაზროვანი აღმოჩნდა. ქართველი ქალი, რომელიც პირველ რიგში დედაა, ფიქრობს ოჯახის კეთილდღეობაზე და ნაკლებად აქტიურია პოლიტიკურად. თუმცა მათ, ვინც ცადეს ჩამოეყალიბებინათ ქალთა პარტია და დაეცვათ მათი ინტერესები, არც თუ ისე დიდი პოპულარობა და წარმატება ხვდათ წილად.
ოჯახის თემაზე მსჯელობა აქტიურად გაგრძელდა სემინარის მეორე ნაწილზე, სადაც მოწვეული იყო მკვლევარი გენდერული პოლიტიკის საკითხებში ქეთა ჩხეიძე. სტატისტიკური მონაცემების მოყვანით დახატული ქართული რეალობა არც თუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა. არა ერთი მაგალითი დამსწრე ახაგაზრდებმაც მოიყვანეს. თუმცა რეალური მიზეზების ძიება ნაკლებად მოინდომეს. ეს თვითონ ექსპერტმაც აღნიშნა.
ქეთა ჩხეიძე: “ახალგაზრდების გააქტიურება იმ კუთხით, რომ გაუჩნდეთ სურვილი იბრძოლონ გენდერული თანასწორობისთვის, დამოკიდებულია აზროვნებაზე და მის შეცვლაზე, რაც ძალიან რთულია. ყველა მათგანი, ვინც საუბრობდა, გამოხატავდა თავის აზრს, მაგრამ არც ერთს არ გაჩენია კითხვა, რატომაა ეს ასე, რატომაა ეს დარღვევა გენდერულ თანასწორობაში. ისინი ასახელებდნენ ფაქტებს, მაგრამ აქტიურობის სურვილი, რომ ეს შეეცვალათ არავის გასჩენია. ძალიან რთულია შეიცვალოს ეს ჩაკეტილი იდეოლოგია. ამას, პირველ რიგში, დრო სჭირდება. ჩვენი შემდეგი თაობის შეხედულებების ჩამოყალიბება ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება სწორი იდეოლოგია ჩამოვუყალიბოთ მათ.‖
გენდერული ბალანსის დაცვა იყო ძირითადი თემა ნორვეგიის ახალგაზრდა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის პრეზენტაციაში. ისინი აპროტესტებენ სხვადასხვა პოლიტიკურ, ახალგაზრდულ ჯგუფებში მამაკაცების უპირატესობას როგორც რაოდენობის, ასევე ლიდერობის მხრივ. ისინი ფიქრობენ, რომ ქალს არანაკლები შესაძლებლობა აქვს იყოს წინამძღოლი. მათ ამოცანა ქალებს ასეთი გზით დაუსახა: “არჩევანი შენზეა! შენ შეგიძლია აკეთო ის საქმე რაც გიყვარს და მიაღწიო მიზანს.‖ ასე, რომ მთელი დღის განმავლობაში გამართული დისკუსიების ძირითადი შედეგი ყველა საკითხში ერთაზროვნად დასრულდა: მთავარია აქტიურობა და ბრძოლა იმ მიზნის მისაღწევად, რაც დასახული გაქვს.

ახალგაზრდული პოლიტიკა

იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდა სოციალისტები ვიბრძვით ჩვენს ქვეყანაში გარკვეული ცვლილებების შესატანად, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექქმნა. ჩვენი სამიზნე ჯგუფი არის ახალგაზრდობა ანუ ახალგაზრდული პოლიტიკა. რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოება არ შედგება მხოლოდ ახალგაზრდული პოლიტიკისგან, მაგრამ აქ არის სხვადასხვა ინტერესტთა ჯგუფები. იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაცია შედგება ახალგაზრდებისგან, ვცდილობთ დავხვეწოთ ახალგაზრდული პოლიტიკის ჩარჩოები. ქვეყანაში, სადაც არ არსებობს ახლგაზრდული პოლიტიკის განვითარების კონცეფცია, აუცილებელია ვინმემ მაინც მაინც განსაზღვროს, თუ რა არის ახალგაზრდული პოლიტიკა. სხვათაშორის ამ თემამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, ბევრმა ახალგაზრდამ გამოთქვა სურვილი სიების შედგენის დროს, რომ ჩაწერილიყვნენ ამ სემინარზე. რეალურად, საქართველოში ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ბევრმა არც იცის, რას ნიშნავს ზოგადად ეს ტერმინი. ეს არ არ არის ახალგაზრდების ბრალი, თუმცა აუცილებლად უნდა იფიქროს ვიღაცამ ამაზე და მიაწოდოს მათ ინფორმაცია, თუ რა არის მათი მოვალეობები და უფლებები. სწორედ აქედან გამომდინარე, შეირჩა ეს თემა.
პირველი სემინარი დაეთმო ზოგად საუბრებს. მომხსენებლები იყვნენ ახალგაზრდა ლეიბორისტები ნორვეგიიდან. მათი პრეზენტაცია საკმაოდ მიზანმიმართული იყო ქართველი ახალგაზრდებისთვის, რადგან ყურადღება გამახვილებული იქნა იმ მთავარ თემებზე, რაც ახალგაზრდებს აინტერესებდათ. გაიმართა დებატები, დისკუსიები, ბავშვები დაიყვნენ ზოგადად ჩამოეყალიბებინათ ის ჩარჩოები, რასაც საქართველოში უნდა ეწოდოს ახალგაზრდული პოლიტიკა.
შემდეგ მომხსენებლად გვყავდა დიმიტრი ცქიტიშვილი, მსოფლიო სოციალისტების პრეზიდიუმის წევრი და ასევე საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების კონტროლ-კომისიის წევრი. მან საკმაოდ სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდა ახალგარდზებს, საქართველოში არსებულ უწინდელ და ასევე დღეს არსებულ სიტუაციაზე, რამაც საშუალება მისცა ახალგაზრდებს, შეედარებინათ საქართველოსა და ევროპის ქვეყნების მაგალითები ერთმანეთისთვის. ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, მათ გაუჩნდათ შეგრძნება, რომ ისინი ძალიან მნიშნელოვანი პროცესების მიღმა დგანან, პროცესების რომლებიც მათ ბედს წყვეტს, მაგრამ მათ არაფერი იციან ამის შესახებ. სწორედ ამიტომაც გაუჩნდათ სურვილი ბანაკის შემდგომაც ჩაერთონ ახალგაზრდულ პოლიტიკაში.
მეორე დღე დაეთმო ჩვენი ხედვების ჩამოყალიბებას. ჩვენ გვქონდა მომზადებული დრაფტი ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ, ასევე იყო სტუდენტებისა და ახალგაზრდების დასაქმების პრობლემასთან დაკავშირებით. ანუ სოციალური პოლიტიკა ახალგაზრდების მიმართ. სამივე თემაზე იყო დისკუსიები, სამუშაო ჯგუფებში, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ჩვენი დეკლარაცია, სადაც თავმოყრილია ჩვენი ხედვები ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. დეკლარაცია ხვალინდელ კონფერენციაზე განიხილება.
ზოგადად სემინარი იყო ნამდვილად პროდუქტიული ახალგარზდებისთვის.

იდეოლოგიები

კეჩხობის ბანაკმა ახალგაზრდებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა, გართობასთან ერთად შემეცნებით დაკავებულიყვნენ. ბანაკის პროგრამა დაიტვირთა მრავალფეროვანი სემინარებითა ტრეინინგებით, რომლებშიც აქტიურად იყო ჩართული ყველა წევრი. ერთ-ერთი სასემინარო თემა იდეოლოგიები იყო. სემინარს უძღვებოდა შალვა ქობულაშვილი, სხვადასხვა საკითხთა მომხსენებლები კი იყვნენ არასამთავრობო სექტორის „მშვიდობის, განვითარებისა და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელი და ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, პოლიტოლოგი და სოციოლოგი, გია თოდუა, რომელმაც ისაუბრა საქართველოს სოციალ-დემოკრატების პირველი რესპუბლიკის შესახებ.
მეორე მომხსენებელი გახლდათ ანდრო შოლცი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მან ისაუბრა თავისი პარტიის ისტორიის შესახებ და ასევე თანამედროვე სოციალ-დემოკრატიის პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. ჯგუფის წევრები დაინტერესდნენ საკითხით და აქტიურად სემინარზე, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, განიხილა დასაქმების, შრომის ბაზრის, ჯანმრთელობის დაცისა და სოციალური უსამართლობის თემები. ყურადღება გამახვილდა ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა დემოკრატია, სამართლიანობა, თანასწორობა, სოლიდარობა და თავისუფლება
ანდრო შოლცი შეეხო ეკონომიკის თემასაც და ისაუბრა საარსებო მინიმუმზე გერმანიაში. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად შექმნილი ინფლაციის შემდეგ საარსებო მინიმუმი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა ამისა, გერმანიაში კრიზისის დროს სახელმწიფო დახმარება იმ კომპანიებს, რომლებიც არ ათავისუფლებს და ხარჯების 75 %-ს თავად ანაღაურებს. გერმანელი მომხსენებელი შეეხო ლიბერალური მიდგომის საკითხს, რაშიც იგულისხმება დებულება - ყველა ადამიანი იბრძვის საკუთარი თავისთვის, ოღონდ ის არ არის მარტო და სახელმწიფოც ეხმარება მას მიზნების განხორციელებაში.ცვლილებების შეტანა მათივე გაუმჯობესების მიზნით. მოხდა იდეათა გაცვლა, დისკუსიის შედეგად კი შესაძლებელი გახდა საერთო იდეის ჩამოყალიბება.
გია გოდუა: „იდეოლოგიის სემინარი ძალიან სასარგებლოა მისი მონაწილეებისთვის, ის მიეხმარება მათ გაერკვნენ რას რას წარმოადგენს სოციალისტური იდეოლოგია, რა განსხვავებები არსებობს სოციალისტებს შორის იდეოლოგიური თვალსაზრისით, ეს არის სემინარის მთავარი მიზანი და ასევე ის დოკუმენტი, რაც შეიქმნება და წარედგინება ბანაკის მონაწილეებს რაც ასევე საასარგებლო იქნება მათთვის ამ საკითხებში გასარკვევად. რაც შეეხება ახალგაზრდა სოციალისტებს, მათ მიერ დასახული მიზნები რეალურად მიმაჩნია და ამიტომაც ვიღებ ამ ბანაკში მონაწილეობას. ბანაკი დაეხმარება მონაწილეებს დისკუსიის ფონზე უფრო კარგად ჩამოაყალიბონ მიზნები, შეთანხმდნენ ან არ შეთანხმდნენ რამეზე. დღესდღეობით ახალგაზრდა სოციალისტები მოსამზადებელ ეტაპზე არიან, იქმნება ბირთვი, ჯგუფი ადამიანების და მე ვისურვებდი, რომ ახალგაზრდა სოციალისტები, ორგანიზაციის წევრები რაღაც დროის განმავლობაში გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე და მივიდნენ იმ ეტაპამდე რაც არის საზოგადოებასთან მუშაობა, საზოგადოების ორგანიზება ამა თუ იმ ფორმით, იმიტომ, რომ ვფიქრობ დღევანდელი პრობლემა საზოგადოების არაორგანიზებულობაა და ისინი ვერ იცავენ თავის ინტერესებს. მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობები მხოლოდ მაშინ მიაღწევენ წარმატებას, როცა მათ ექნებათ მხარდაჭერა საზოგადოების ორგანიზებული ნაწილისგან, პროფკავშირებისგან და ა.შ. ახალგაზრდა სოციალისტებმა სწორედ ამ მხრივ უნდა იმუშაონ.

კონფლიქტების მოგვარება

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელსაც განიხილავენ „ახალგაზრდა სოციალისტების― ბანაკში არის კონფლიქტების მოგვარება. თემის აქტუალობამ განსაზღვრა ახალგაზრდების ინტერესი ჩართულიყვნენ ორდღიან სალექციო კურსში, რომელსაც თათა გაბელაია და გიგა ჭკადუა უძღვებოდნენ.
პირველი მოწვეული სტუმარი იყო ირლანდიელი ნორენ მაკლელანდი. დღეს საქართველოსთან ერთად არა ერთი ქვეყანა განიცდის კონფლიქტების მოუგვარებლობას. მომხსენებელმა ისაუბრა რელიგიურ და ეთნიკურ კონფლიქტებზე ირლანდიაში და მათი მოგვარების გზებზე.
ირლანდიის სოციალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიის წევრმა მიმოიხილა ირლანდიაში დღეს არსებული სიტუაცია და ის უახლოესი წარსული, საიდანაც დაიწყო კონფლიქტების გაღვივება. აღსანიშნავია, რომ ნორენის მამა იყო ბრიტანელი ოფიცერი, რომელსაც ცოლად ჰყავდა პროტესტანტი ირლანდიელი. ამის გამო ბრიტანეთში იგი ირლანდიელების ჯაშუშად, ხოლო ირლანდიაში ბრიტანეთის ჯაშუშად ითვლებოდა. ეს ფაქტი ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი გახდა. კონფლიქტებზე საუბარი მეორე დღესაც გაგრძელდა, სადაც ნორენმა თავის კოლეგა, ნიკოლასთან, ერთად ისაუბრა კონფლიქტების მოგვარების გზებზე, ასევე მათი პარტიის აქტივობებზე ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ისინი ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ ძალადაობას და თვლიან, რომ მოლაპარაკებები კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზაა, თუმცა იციან, რომ მშვიდობის მიღწევა რთული და ხანგრძლივი პროცესია. მათი პარტია ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რომ პროტესტანტები და კათოლიკეები იყვნენ ერთად, ამისათვის ისინი აშენებენ სხვადასხვა სახის კომპლექსებს, სადაც პროტესტანტები და კათოლიკეები დაამყარებენ სოციალურ კონტაქტს, ეს საზოგადოებისთვის, არამედ დღემდე უცნობია ფართო საზოგადოებისათვის. როგორც სემინარის მონაწილეებმა აღნიშნეს, ექსპერტთან შეხვედრა საინტერესო იყო მათთვის.
მეორე მომხსენებელი „კონფლიქტების მოგვარების― სემინარზე იყო ექსპერტი, გია ვოლსკი, რომელმაც ისაუბრა რეგიონალურ კონფლიქტებზე პოსტ-საჭოთა სივრცეში (აფხაზეთი, სამაჩაბლო, მთიანი ყარაბაღი). ბატონმა გიამ დაწვრილებით განიხილია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების წინა პერიოდი. იგი თავად იყო იმ პროცესების მონაწილე, რაც ვითარდებობა ომამდე. როგორც თავად ბატომა გიამ აღნიშნა, მან პირველად ისაუბრა ისეთ თემებზე, რომლებიც უცნობი იყო არა მარტო დამსწრე საზოგადოებისთვის, არამედ დღემდე უცნობია ფართო საზოგადოებისათვის. როგორც სემინარის მონაწილეებმა აღნიშნეს, ექსპერტთან შეხვედრა საინტერესო იყო მათთვის.
ორდღიანი სასემინარო კურსი დასრულდა „ახალგაზრდა სოციალისტების მიერ შედგენილი დეკლარაციის განხილვით, სადაც წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა სოციალისტების ხედვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების მოგვარების გზებთან დაკავშირებით. მონაწილეებმა ჯგუფური მუშაობის შემდეგ გააკეთეს იმ შენიშვნების პრეზენტაცია, რომლებიც გათავლისწინებული იქნება დეკლარაციის საბოლოო ვარიანტში.

ახალგაზრდული ბანაკის გახსნა

დანიშნულების ადგილამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. ხანგრძლივი მგზავრობა და ნანატრი ადგილი – კეჩხობი, სადაც ახალგაზრდა სოციალისტების პირველი საზაფხულო ბანაკი ტარდება. “კეჩხობი 2010” 7 სექტემბერს გახსნილად გამოაცხადეს. ყველაფერი ისეთია, როგორც ახალგაზრდულ ბანაკში – ხეებზე გაბმული ბროშურები, ახალგაზრდების ჯგუფებით სავსე მინდორი, გიტარა და უცხოელი სტუმრების მიერ შესრულებული ქართული სიმღერები – ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. რეგისტრაციის და ტექნიკური დეტალების მოგვარების შემდეგ ბანაკის პირველი საღამო იწყება – I რესპუბლიკის დარბაზში მოწყობილი სცენა, ჭერზე დამაგრებული წითელი ბუშტები, რომლებიც ელოდებიან, როდის ჩამოყრიან დაბლა.
საღამოს წამყვანები ახალგარდზა სოციალისტების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი მაკა ჯავახიშვილი და საქართველოს ფალკონების თავმჯდომარე ეთო ვაშაყმაძე არიან. მაკა ჯავახიშვილი: ―მოგესალმებით და გილოცავთ ჩვენის ოცნების ახდენას - პირველი საზაფხულო ბანაკის ―კეჩხობი 2010-ის გახსნას – ემოციური შეძახილები და მხურვალე ტაში. დარბაზი სავსეა ახალგაზრდებით მთელი საქართველოდან და არა მარტო საქართველოდან, ლატვიიდან, გერმანიიდან. ირლანდიიდან ჩამოსული სტუმრებით.
მაკა ჯავახიშვილი: “პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანს, რომლის დამსახურებაცაა ჩვენი ერთად ყოფნა, დიმიტრი ცქიტიშვილს, რომელმაც ჩვენ ყველანი მოგვიყვანა აქამდე. დიკა გვიყვარხარ! – ემოციური მადლობა დამსახურებისამებრ ახალგაზრდა სოციალისტთა ყოფილ თავმჯდომარეს და ამჟამად ორგანიზაციის კოორდინატორს, ახალგაზრდებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ბანაკი ჩატარებულიყო, საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს და, რა თქმა უნდა, უცხოელ პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერითაც გაკეთდა საზაფხულო ბანაკი.
ეკრანზე აღბეჭდილი ისტორია, ორგანიზაციის ყოფილი და ამჟამინდელი წევრების ინტერვიუები, ფოტოები და ვიდეოები – ამ ყველაფერს 150- მდე ახალგაზრდა ინტერესით ადევნებდა თვალს. სცენაზე ორგანიზაციის მმართველმა ჯგუფმა მოიყარა თავი და ყველას სათქმელი ანალოგიური იყო – “უზომოდ მიხარია, რომ დღეს ჩვენი ორგანიზაცია ამდენ აქტივისტს აერთიანებს და გილოცავთ ახალგაზრდული ბანაკის გახსნას.
სცენას ასეთივე ემოციებით სავსე ახალგაზრდა ფალკონები იკავებენ. ეკრანზე გახსნამდე ორი წუთით ადრე მომზადებული ფალკონების კლიპი გადის. ახლა უკვე მწვანე ფერებში გამოწყობილი გამგეობის წევრები გვილოცავენ ბანაკის პირველ დღეს და აქტიურობისკენ მოგვიწოდებენ. აქტიურები კი უცხოელი სტმრები აღმოჩნდნენ, რომელთაც არა ერთი სიმღერა მოგვიძღვნეს. მღეროდა ყველა, განურჩევლად სასმენო შესაძლებლობებისა.
მხიარული საღამო თბილისელმა დიჯეიმ დაასრულა, დარბაზი ფერადი განათებითა და კლუბური მუსიკის ელემენტებით არ გაგრძნობინებდათ, რომ მთაში იმყოფებით და მეორე დილით 10 საათზე სემინარზე გეჩქარებათ. თუმცა ეს ყველაფერი მეორე დღეს, რომელსაც ისევ ღამე მოყვება და მთელი დღის განმავლობაში გადაღლილები ისევ გასართობად გაეშურებიან.

საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები, 7-12 სექტემბერს , კეჩხობში, დასასვენებელ კომ- პლექს ―კეჩხობში‖, მართავენ პირველ ახალგაზრდულ ბანაკს სახელწოდებით ―

- საიდან გაჩნდა ბანაკის იდეა?
_ იდეა როგორც ასეთი გაუჩნდა ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გიორგი ყანჩაველს. შარშან ჩვენი
ორგანიზაციის წევრები წასულები იყვნენ ნორვეგიის ახალგაზრდა სოციალისტთა ახალგაზრდულ ბანაკში და
ალბათ სწორედ იქიდან გაჩნდა იდეა იგივე სახის ბანაკის გამართვაზეც ჩვენთან, საქართველოში.
- ამ ბანაკში მხოლოდ ახალგაზრდა სოციალისტების წევრები იღებენ მონაწილეობას?
_ არა, ჩვენს ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ პროფკავშირების წევრებიც, იქნებიან უცხოელი სტუმრები და
რამდენიმე ქართველი ექსპერტიც. ასევე ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები
ნორვეგიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
- რამდენი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას ბანაკში?
_ დაახლოებით 170 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას ჩვენს ახალგაზრდულ ბანაკში.
- რას მისცემს ბანაკი და აქ ჩატარებული ტრენინგები ახალგაზრდებს?
_ ბანაკში იქნება სემინარები, დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები და ამასთან ერთად გართობაც. ამიტომაც
ახალგაზრდები მიიღებენ გამოცდილებასა და ცოდნას პროგრამულ საკითხებში, ასევე შეისწავლიან გუნდური
მუშაობის სპეციფიკას.
- რომელ თემებს შეეხება ძირითადად ტრენინგები?
_ ბანაკის პოლიტიკური პროგრამის ჩამოყალიბება განხორციელდა იმ მნიშვნელოვანი პრობლემების
შესაბამისად, რომელიც აქტუალურია დღევანდელ საქართველოში. პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს,
როგორიცაა კონფლიქტების მოგვარება, გენდერული თანასწორობა, სოციალური პრობლემატიკა,
ახალგაზრდების ჩართულობა და მონაწილეობა, განათლება, გარემოს დაცვა, საგარეო პოლიტიკა და
უსაფრთხოება. ასევე გაიმართება იდეოლოგიური და პოლიტიკური დისკუსიები, რომლის შედეგადაც
ჩამოყალიბდება ბანაკის პოლიტიკური დეკლარაცია.
- ვინ იქნებიან მოწვეულნი ტრენინგებისა და დისკუსიების ჩასატარებლად?
_ გერმანელები, ირანდიელები,
ნორვეგიელებბი, ავსტრიელები და რა თქმა
უნდა ჩვენი ქართველი კოლეგებიც.
- აპირებთ თუ არა მომავალში ასეთივე (ან
მსგასის მაინც) ბანაკის ორგანიზებას?
_ აუცილებლად. ყველაფერს გავაკეთებთ
იმისათვის, რომ ასეთი სახის ბანაკმა
სისტემატიური ხასიათი მიიღოს

საქართველოს ფალკონები

გარდა საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტებისა, ბანაკში საქართველოს ფალკონებიც იღებენ მოანწილეობას. საქართველოს ფალკონები არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ახალგარზდების პრობლემებზე და მათ ინტერესებზე. იგი ორიენტირებულია არაფორმალურ განათლებაზე.
ფალკონები, როგორც ორგანიზაცია პირველად ჯერ კიდევ 1922 წელს დაარსდა ავსტრიაში და შემდეგ გავრცელდა მთელს მსოფლიოში. 2002 წლიდან ორგანიზაცია საქართველოშიც ფუნქციონირებს, ხოლო 2009 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა პირველი ოფიციალური კონგრესი, სადაც არჩეულ იქნა თავჯდომარე და გამგეობა. საქართველოს ფალკონები ატარებენ სემინარ-ტრეინინგებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში, აწყობენ შემეცნებით საღამოებს. საერთაშორისო ფალკონებმა პრაღის საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს ფალკონებს მიანიჭეს დამკვირვებლის ფუნქცია, რაც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს ერთი წლის შემდეგ გახდეს საერთაშორისო ფალკონების სრულუფლებიანი წევრი. საქართველოს ფალკონები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტებთან, ევროპის ფალკონებთან, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან.
დღესდღეობით საქართველოს ფალკონების თავჯდომარე ეთო ვაშაყმაძეა, იგი 2007 წლიდან ორგანიზაციის წევრია, ამჟამად კი ფალკონების თავმჯდომარე და ახალგარზდა სოციალისტების გამგეობის წევრია.

საერთაშორისო ურთიერთობები

დღესდღეობით ევროპის მრავალ ქვეყანაში სოციალ-დემოკრატია წამყვან იდეოლოგიად ითვლება. საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტებს ბევრ ასეთი ქვეყნის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან აქვს კავშირი, მათ შორის არიან ნორვეგიის ახალ-გაზრდა ლეიბორისტები, ჩრდილოეთ ირლანდიის სოციალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთა, ასევე გერმანიის ახალ-გაზრდა სოციალ-დემოკრატები. თითოეულ მათგანთან საქართველოს ახალგარზდა სოციალისტებს ხანგრძლივი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს.
ნორვეგიის ახალგარზდა ლეიბორისტები, ლეიბორისტული პარტიის ახალგარზდული ფრთა, ერთერთი ყველაზე ძლიერი ახალგაზრდულპოლიტიკური ორგანიზაციაა მსოფლიოს მასშტაბით, მუშაობენ სოციალდემოკრატიული საკითხების განვითარებაზე ნორვეგიაში, ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები ნორვეგიის პარლამენტში. საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტებთან თანამშრომლობის ფარგლებში ისინი კეჩხობის ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ახალგაზრდული პოლიტიკის
განვითარების სემინარის ჯგუფს ჩაიბარებენ. რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიის სოციალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ფრთას, ისინი ბანაკში ორი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვებიან, ესენია გენდერი და კონფლიქტების მოგვარება.
გერმანიის ახალგარზდა სოციალდემოკრატები იდეოლოგიური სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვებიან, სადაც მოხდება გერმნულ-ქართული გამოცდილების გაზიარება, იდეების გაცვლა და მომავალი თანამშრომლობის დირექტივების შემუშავება.
ნორვეგიელებთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2007 წლიდან იწყება, მარიამ ტარასაშვილი, ახალგაზრად სოციალისტების ვიცე-პრეზიდენტი იხსენებს, რომ პირველად ორგანიზაციაში 2007 წელს
მივიდა ნორვეგიის ახალგარზდა სოციალისტების სემინარის მოსასმენად. სადაც, როგორც თავად აღნიშნავს დაინახა, რომ აქ ჰქონდა შესაძლებლობა თავისი პროფესიული განვითარებისა, ვინაიდან სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებზე, თავიდანვე აქტიურად ჩაერთო ორგანიზაციის საერთაშორისო საქმიანობაში, თვლის, რომ ამ წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტში მიიღო მონაწილეობა და ბევრი რამ ისწავლა საერთაშორისო პოლიტიკის კუთხით და არა მარტო.
2009 წლის კონგრესის შემდეგ საერთაშორისო მდივანი თამარ გაბლაია გახდა, რომლის ფუნქციებშიც შედის კონტაქტი უშუალოდ უცხოელ პარტნიორ ორგანიზაციებთან, პროექტების დაგეგმვა, განხორციელება. იგი ორგანიზაციის წევრია 2008 წლიდან, პირველივე ტრეინინგზე მიხვდა, რომ ორგანიზაციაში მას ექნებოდა საშუალება საკუთარი თავის რეალიზაციისა. თავიდან მანიფესტის თემების დამუშავებაში იღებდა მონაწილეობას, ხოლო კონგრესის შემდეგ თავის კომიტეტთან ერთად იგი პასუხის-მგებელია უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტზე, ახალი პარტნიორების მოძიებაზე საერთაშორისო არენაზე და საერთაშორისო პროექტების განხორციელებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი მისი დღემდე ორგანიზაციაში ყოფნისა არის, ის რომ ახალგაზრდებს დამოუკიდებლად შეუძ-
ლიათ გადაწყვეტილების მიღება, აქვთ შეასაძლებლობა თავისუფლად გამოთქვან საკუთარი აზრი, რითაც ძალიან კმაყოფილია.

გამოფენა "No Alternative To Peace"

2010 წლის 24 თებერვალს, ქალაქ თბილისში გალერეა ჰობიში, საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების ორგანიზებითა და ევროპის ახალგაზრდული ფონდის მხარდაჭერით გაიმართა პრეზენტაცია მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. რომელიც მიზნად ისახავდა ალტერნატიული გზავ-ნილების შემუშავების გზით მშვიდობის და თანამშრომლობის ხელშეწყობას რუს და ქართველ ახალგაზრდებს შორის.
აღნიშნული გამოფენა წარმოადგენდა სემინარის შედეგებს, რომელიც ჩატარდა 2009 წლის 26-29 ნოემბერს, ბორჯომში, სასტუმრო “ლიკანი პალასში”, საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების ორგანიზებითა და ევროპის ახალგაზრდული ფონდის დაფინანსებით, ქართულრუსულიურთიერთობების დათბობის მიზნით, სემინარის სახელწოდებაა: “საქართველო რუსეთის კონფლიქტის ტრანსფორმაცია”, სადაც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული ახალგაზრდული კავშირის წევრებმა.
ტრეინინგს უძღვებოდა ლიტველი ექსპერტი ოსკარ მიცკანსი. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებს შორის კარგი და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც აისახება შემდეგ გრძელვადიან თანამშრომლობაშიც. სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს მშვიდობიანი გზით რუსეთსაქართველოს შორის არსებული კონფლიქტი, ქართველ ახალგაზრდა სოციალისტებთან ერთად რუსეთის სოცდემოკრატიული კავშირის წევრებმა ისაუბრეს თუ როგორ ხედავენ საკუთარ როლს კონფლიქტის დარეგულირების საქმეში, ასევე განსაზღვრეს სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საერთო მსჯელობისა და საერთო იდეის გარშემო გადაიღეს ფილმი, რომელშიც გადმოცემულია საერთო სურვილი: მშვიდობა და მეგობრობა რუსეთ-საქართველოს შორის.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა პროექტის მონაწილეების მიერ გადაღებული ზემოთ აღნიშნული მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ფოტო გამოფენა. აგრეთვე სტუმრები გაეცნენ 2010 წლის სამოქმედო გეგმას: დემოკრატიული ძალები მშვიდობისათვის.
პრზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დეპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

პრესკონფერენცია დედაენის ძეგლთან

მიმდინარე წლის 25 ივნისს 14 საათზე დედაენის ძეგლთან ახალგაზრდა სოციალისტებმა და საქართველოს ფალკონებმა გამართეს ერთობლივი პრესკონფერენცია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალ საგადასახდო კოდექსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო და კერძო სასწავლო დაწესებულებებს ეხსნებათ საგადასახადო შეღავათები და დაიბეგრებიან დამატებითი ღირებულების გადასახადით. პრესკონფერენციაზე გავრცელდა ორგანიზაციის განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

დებატები ახალგაზრდულ პოლიტიკაზე

2010 წლის 26 ივლისს ახალგაზრდა სოციალისტების ცენტრალურ ოფისში გაიმართა ღია დებატები თემაზე "ახალგაზრდული პოლიტიკა საქართველოში". დებატებზე მომხსენებლებად მოწვეულები იყვნენ ახალგაზრდული რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორი გიორგი აბაშიშვილი და "ჰოლანდიის ინსტიტუტის მრავალპარტიული საქართველოსთვის"
ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე. დებატებს უძღვებოდა ახალგაზრდა სოციალისტების თავმჯდომარე გიორგი ყანჩაველი.
დებატების მიმდინარეობის დროს მომხსენებლებმა გააკეთეს მოხსენებები საქართველოში არსე-ბულ სიტუაციაზე ახალგაზრდული პოლიტიკის მხრივ, რომლის შემდეგაც იქ მყოფ სტუმრებს მიეცათ
საშუალება რომ დაესვათ კითხვები და ჩაბმულიყვნენ დისკუსიაში.
დებატების პარალელურად მიმდინარეობდა პირდაპირი ონლაინ ტრანსლაცია, რომლის მაყურებელსაც ასევე შეეძლო დააეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება და დაესვა კითხვები დებატების მონაწილეები-სათვის.

დისკუსია "საქართველოს კონფლიქტები"

2010 წლის 11 აგვისტოს ახალგაზრდა სოციალისტების ცენტრალურ ოფისში, ბარნოვის 42გ, გაიმართა დისკუსია თემებზე: „საქართველოს კონფლიქტები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და საქართველო - რუსეთის კონფლიქტი. მომხსენებელი იყო ექსპერტი კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. შეხვედრა წარიმართა დისკუსიის, კითხვა-პასუხის რეჟიმში.
დისკუსიის დასაწყისში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ მიესალმება ქვეყანაში
სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის და მემარცხენე იდეოლოგიის არსებობას, რადგან დემოკრატიული სახელმწიფო ვერ შედგება ქვეყანაში ძლიერი მემარცხენე ძალების გარეშე, აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ ორგანიზაცია „ახალგაზრდა სოციალისტები იქნება ის ძალა, რომელიც შეძლებს საზო-გადოებაში დაანგრიოს საბჭოთა კავშირის და სტალინიზმის სტერეოტიპების სოციალიზმთან გაიგივება და „ახალგაზრდა სოციალისტები ჩამოყალიბდებიან ძლიერ, ანგარიშგასაწევ მემარცხენე მოძრაობად.
კონფლიქტებზე საუბრისას, პაატა ზაქარეიშვილმა მიმოიხილა ამ კონფლიქტების დინამიკა 2008 წლის აგვისტოს ომამდე და აგვისტოს შემდეგ და უპასუხა დისკუსიაში მონაწილე დამსწრეების კითხვებს.

2010 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტები

"აქტიური>პასიური"
2010 წლის ივნისში, ახალგაზრდა სოციალისტების ეგიდით თბილისის, ბათუმის, თელავისა და ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობდა კამპანია "აქტიური>პასიური". კამპანია ჩატარდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით და კამპანია მიზნად ისახვდა სტუდენტების გააქტიურებას და მათი სამოქალაქო აქტივობის გაზრდას, როგორც საუნივერ-სიტეტო ცხოვრებაში, ისე ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
კამპანიას ჰქონდა რამდენიმე მოთხოვნა: თვითმმართველობის საქმიანობის სრული გამჭვირვალეობა; თვითმმართველობის საქმიანობაში მაქსიმალურად ბევრი სტუდენტის ჩართვა; თვითმმართველობის ბიუჯეტის დიდი ნაწილის საგრანტო დაფინანსებაზე გადასვლა და თვითმმართველობის უფლებების გაზრდა უნივერსიტეტის მართვისა და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში.
„ახალგაზრდა სოციალისტები“ მივიჩნევთ, რომ სტუდენტურმა თვითმმართველობებმა საქმიანობა სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით უნდა განახორციელონ; თვითმმართველობებმა უნდა უზრუნველჰყონ სტუდენტების მონაწილეობა უნივერსიტეტის მართვაში; მათ უნდა დაიცვან სტუდენტების ინტერესები სახელმწიფო ინსტიტუტებში და მოახდინონ საქართველოს უნივერსიტეტების თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია.
კამპანიაში მონაწილეობა მიიღო 1559 სტუდენტმა. კამპანიის მსვლელობისას სტუდენტები გაეცნენ „ახალგაზრდა სოციალისტების“ საქმიანობას. მათ დაურიგდათ ბროშურები, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ორგანიზაციისა და მისი საქმიანობის შესახებ.

შალვა ქობულაშვილი

ორგანიზაციის წევრობა გადავწყვიტე მას მერე, რაც დავესწარი ერთ-ერთ სემინარს, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო ურთიერთობებს. ეს იყო 2009 წლის 28 მარტს, მე გავხდი საქართველოს ფალკონებისა და მაშინდელი “ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირის წევრი. გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია, რადგან ორგანიზაციაში მისვლისთანავე შევნიშნე ისეთი დეტალები, რაც დავაფასე. პირველ რიგში, მომეწონა არსებული სიტუაცია, თავიდანვე მოხდა ჩემი, სრულიად უცნობი ადამიანის ინტერესების გათვალისწინება და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მემარცხენეობა მომწონ-და. ამჟამად ვარ ახალგაზრდა სოციალისტების იდეოლოგიური ჯგუფის კოორდინატორი და ჩემს მოვალეობებში შედის ჯგუფთან ერთად სხვადასხვა საპროგრამო დოკუმენტების დამუშავება და გამართვა. მომწონს ის საქმიანობა რასაც ორგანიზაცია ეწევა და ვფიქრობ, რომ ეს სასარგებლოა ჩვენთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც. ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო ნაყოფიერად გვემუშავა.

თამარ მაღრაძე

ახალგაზრდა სოციალისტების ორგანიზაციის შესახებ მეგობრისგან გავიგე და უკვე 2 წელია ვარ წევრი. თავიდანვდე შევამჩნიე ორგანი-ზაციაში არსებული საოცარი მეგობრული გარემო და სწორედ ამ გარემომ ითამაშა დიდი როლი იმაში, რომ გავმხდარი-ყავი აქტიური. დღეს ვარ ორგანიზაციის პო-ლიტიკური კომიტეტის მდივანი, სადაც ხდება სხვადასხვა თემატური ჯგუფების ჩამოყალი-ბება და ორგანიზაციის პოლიტიკური საქმია-ნობის წარმართვა. იმ საქმისადმი ინტერესი, რასაც ორგანიზაცია ახორციელებს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ მე თამარ მაღრაძე დღესაც ვარ ორგანიზაციის წევრი.

ვატო სიფრაშვილი:

2008 წელს ორგანიზაციამ პროექტი აირჩიე ჩაატარა. სწორედ ამ პროექტის შემდეგ ვარ ახალგარდზა სოციალისტების წევრი. ორგანიზაციაში მოსვლისთანავე გამიჩნდა შეგრძნება, რომ მონაწილეობა უნდა მიმეღო სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში, რისკენაც
გადაგმული ნაბიჯები, რაშიც მეც მივიღებდი მონაწილეობას, ამ ორგანიზაციის განვითარება და გაძლიერება იქნებოდა. 2009 წლის მაისი კონგრესის შემდეგ ვარ “ახალგაზრდა სოციალისტების” თავმჯდომარის მოადგილე. ჩემს პასუხისმგებლობაში შედის რამდენიმე კომიტეტი, კერძოდ, აღმასრულებელი, საკოორდინაციო და სტუდენტური
დროებითი კომიტეტი. ეს კომიტეტები, თავის მხრივ, მოიცავს საქალაქო და რაიონულ ორგანიზაციებს, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მე დღესაც ორგანიზაციის წევრი ვარ და თავის მხრივ, ყველა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ის ადამიანები მიმაჩნია, რომელთან ერთადაც ეს ორი წელი გავატარე. და რა თქმა უნდა, რწმენა იმისა, რომ ახალგარდზა სოციალისტები უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებენ
ლიყვნენ აქტიურები, რადგან მხოლოდ აქტიურობით შეძლებენ ისინი გახდნენ ორგანიზაციის საქმიანობაში დომინანტები და იგრძნონ თავი ორგანიზაციის სრულფასოვან წევრად.

გიორგი ყანჩაველი

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ახალგაზრდა სოციალისტების მორიგი დიდი პროექტის, პერიოდული გამომცემლობის დაწყება. იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდა სოციალისტების გაზეთის პირველი ნომერი დარიგდება საზაფხულო ბანაკში, მინდა გითხრათ: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ორგანიზაციის I ბანაკში, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 170 მდე ახალგაზრდა, წარმომაგენელი უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციებიდან, ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები. მსგავსი მასშტაბის ბანაკი ორგანიზაციის უკანასკნელი წლების აქტიური მუშაობის შედეგია. შევეცდები მოკლედ ვისაუბრო იმის შესახებ, თუ საიდან მოვხვდი ორგანიზაციაში და რატომ გადავწყვიტე აქტიურად ჩავბმულიყავი მის საქმიანობაში.
2008 წლის მაისში ახალგაზრდა სოციალისტების და სოლიდარების ეგიდით, ჩატარდა წინასაარჩევნო კამპანია “აირჩიე”, რომელშიც ჩემი აქტიურობა ორგანიზაციაში ჩემი თავის პოვნის საფუძველი გახდა. შემდეგი ჩემი აქტივობა უკავშირდება იმავე წლის ივნისში ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო კავშირის ეგიდით გამართულ კონფერენციას – შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობა, რომლის ორგანიზებაშიც ვიღებდი მონაწილეობას. ეს ღონისძიებები შეიძლება ჩაითვალოს მთავარ მიზეზად ჩემი გაწევრიანებისა ორგანიზაციაში, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის ახალ-გაზრდები, რომლებიც დამხვდნენ აქ. მათთან დამეგობრება და აქტიურად მუშაობა არ გამჭირვებია და მეგობრობა აღმოჩნდა ყველაზე დიდი ფაქტორი, რის გამოც მე გავხდი, თავდაპირველად საქართველოს ფალკონების, შემდეგ კი “ახალგაზრდა სოციალისტების” წევრი.
თავდაპირველად სიტყვა სოციალისტი და მითუმეტეს ჩემი სოციალისტობა, გასაკვირი იყო არა მხოლოდ ჩემი ახლობლებისთვის, არამედ ჩემთვისაც და ალბათ მკითხველს არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ მე იდეოლოგიის გამო არ გავ-მხდარვარ ორგანიზაციის წევრი. იდეოლოგიის შესახებ დავინტერესდი ზემოხსენებული მოვლენების შემდგომ. თუმცა პირველივე დღეებიდან დავიწყე ორ-განიზაციის ხედვების გაცნობა, მისი გააზრება, გავეცანი ევროპულ სოციალისტურ იდეოლოგიებს, და საბოლოოდ ჩემს თავში მოვახდინე ჩემი პოლიტიკური მრწამსის მეტნაკლებად განსაზღვრა და ეს პოლიტიკური მრწამსი გახდა მემარცხენეობა, უფრო კონკრეტულად სოციალ-დემოკრატია. სწორედ ამის შემდეგ იწყება ჩემი განსაკუთრებული აქტიურობა ორგანიზაციაში, რამაც მიმიყვანა იქამდე, რომ დღეს, 2009 წლის მაისში ჩატარებული კონგრესის შემდეგ ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას ვასრულებ და რა თქმა უნდა, ბოლომდე მაქვს გაცნობიერებული ის პასუხის-მგებლობა, რასაც არა მარტო ორგანიზაციის თავმჯდომარეობა, არამედ რიგითი წევრობა მაკისრებს. დღეს ვისურვებდი, რომ საზაფხულო ბანაკის შემდგომ, შეიქმნეს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები, ვგულისხმობ სტუდენტურ კლუბებსა და რეგიონულ ორგანიზაციებს, თემატურ სამუშაო ჯგუფებს და საბოლოოდ ორგანიზაციის მართვაში ჩაერთვება გაცილებით მეტი ახალგაზრდა, ვიდრე დღეს არის ჩართული. მინდა ვუსურვო ყველა ჩვენს წევრს და მას, ვინც შემდგომში გადაწყვეტს შემოგვიერთდეს, იყვნენ აუცილებლად აქტიურები და ახსოვდეთ, რომ ორგანიზაცია “ახალგაზრდა სოციალისტები” არ იყო, არ არის და არ იქნება ერთი კონკრეტული ჯგუფის კონტროლის ქვეშ, ეს არის დიდი ისტორიის მქონე, დემოკრატიული, დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ეკუთვნის მის წევრებს.

V კონგრესი

“ახალგაზრდა სოციალისტების” უახლესი ისტორიის ერთ-ერთ და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ორგანიზაციის რიგით V კონგრესის ჩატარებაა. 2008 წლის შემოდგომიდან ახალგაზრდა სოცი-ალისტებმა კონგრესისთვის მზადება დაიწყეს. უამრავ მოსამზადებელ ღონისძიებათა შორის, ყველაზე დიდი ყურადღება ორგანიზაციის მანიფესტის მომზადებას დაეთმო. იმის გათვალისწინებით, რომ მანი-ფესტს უნდა მოეცვა ორგანიზაციის ყველა წევრის აზრი, ეს იყო მართლაც ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმე, მაგრამ ამავდროულად შედეგიანიც, რადგანაც, სწორედ დემოკრატიულობის პრინციპის წყალობით, მანიფესტზე მუშაობა გახდა რეალურად დემოკრატიული პროცესი. მასში ჩართული იყო ორგანიზაციის ყველა წევრი. მუდმივად იმართებოდა სემინარები და დებატები მანიფესტის სხვადასხვა პუნქტებთან დაკავშირებით. ამან, არა მარტო იმის საშუალება მისცა ორგანიზაციას, რომ ჰქონოდა იდეურად ჩამოყალიბებული მანიფესტი,არამედ ეს პროცესი წევრების მოზიდვის საშუალებაც. უამრავი ახალგაზრდა სწორედ ამ დროს დაინტერესდა ორგანიზაციის საქმიანობით და შეუერთდა კიდეც ახალგაზრდებს. მანიფესტის მოსამზადებელი პერიოდი არ მოიცავდა მხოლოდ დედაქალაქს, ის გასცდა თბილისის ფარგლებს და მოიცვა საქართველოს რამდენიმე რეგიონი, მათ შორის ქუთაისი და გორი, სადაც ჩამოყალიბდა ორგანიზაციის პირველი რეგიონული წარმომადგენლობები.
მანიფესტზე მუშაობა ლოგიკურად მივიდა ბოლო ეტაპზე და 2009 წლის 12 მაისს, მოეწყო ორგანიზაციის რიგით V კონგრესი, რომელსაც ესწრებოდა 214 დელეგატი, მათ შორის ორგანიზაციის ყოფილი წევრები თუ ხელმძღვანელები, ასევე უცხოელი პარტნიორები. კონგრესის წარმატებით ჩატარებას მოწმობს ის შედეგები, რაც დღის ბოლოს ორგანიზაციამ მიიღო. სრული დემოკრატიული წესის დაცვით, არჩეულ იქნა ორგანიზაციის ახალი მმართველი ჯგუფი, შეიცვალა სახელწოდება ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირს ეწოდა ახალგაზრდა სოციალისტები, შეიცვალა ლოგო და რაც მთავარია დამტკიცდა ორგანიზაციის ახალი მანიფესტი, რომელიც მოიცავდა ორგანიზაციის ყველა წევრის აზრს. ცვლილება მოხდა ორგანიზაციის სტრუქტურაშიც. არჩეულ იქნა თავმჯდომარე (გიორგი ყანჩაველი), თავმჯდომარის მოადგილეები (მარიამ ტარასაშვილი, ვატო სიფრაშვილი), გამგეობა, რომელიც შედგება 11 კაცისგან, მათ შორის თავმჯდომარე და მისი ორი მოადგილე, ძირითად სტუქტუ-რულ ერთეულებად განისაზღვრა კომიტეტები. ესენია: საერთაშორისო კომიტეტი (თამარ გაბელაია), პოლიტიკური კომიტეტი (თამარ მაღრაძე), აღმასრულებელი კომიტეტი (თამარ შავლიაშვილი), საკოორდინაციო კომიტეტი (მაკა ჯავახიშვილი) და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტი (სალომე გელუტაშვილი). მმართველი გუნდი დაკომპლექტდა სწორედ იმ აქტიური ახალგაზრდებით, რომლებმაც ორგანიზაციის ისტორიას არა ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი მიამატეს. ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დაინტერესდნენ მათი თანატოლების საქმიანობით, გაეცნენ ორგანიზაციის იდეოლოგიას და გადაწყვიტეს, რომ თავადაც უნდა შეეტანათ წვლილი ახალგაზრდა სოციალისტების გაძლიერებაში.

ორგანიზაციის ისტორია

―ახალგაზრდა სოციალისტები – ეს არის სოციალისტური იდეებით გაერთიანებული, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში უკვე 14 წელია არსებობს. ახალგაზრდა სოციალისტების ორგანიზაციული არსებობა იწყება 1996 წლიდან. მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა სოციალისტთა ლიგა, ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს სოციალისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია. სოციალისტთა ლიგა, რომელსაც მაშინ კოკა დარჩიაშვილი ხელმძღვანელობდა, ფუნქციონირებდა პარტიის სხვადასხვა სტრუქტურებთან ინტეგრირებული ფორმით. 1997 წელს ორგანიზაცია გარდაიქმნა საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირად და მისი ხელმძღვანელი გახდა ზაქარია ქუცნაშვილი. ამ პერიოდისათვის ორგანიზაციის განვითარება უფრო დინამიური ხდება და 1998 წლისათვის ის ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან და მძლავრ ორგანიზაციად საქართველოში. 1998 წლის ადგილობრივ არჩევნებზე სხვადასხვა რაიონისა და სოფლის თვითმმართველობებში აირჩიეს ახალგაზრდა სოციალისტების რამდენიმე წარმომადგენელი,ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი კი ჯერ თბილისის საკრებულოს, ხოლო 1999 წელს საქართველოს პარლამენტის წევრად.
2002 წელს ორგანიზაციაში მმართველობითი განახლების დრო დგება. მე-4 კონგრესმა ორგანიზაციის თავმჯდომარედ დიმიტრი ცქიტიშვილი აირჩია, გენერალურ მდივნად კი – არჩილ ჯაყელი. ამავე კონგრესზე დამტკიცდა ორგანიზაციის პირველი პოლიტიკური დოკუმენტი. ამ პერიოდში ახალგაზრდული ორგანიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა პარტიული ორგანიზაციებისაგან დამოუკიდებლად არსებობა იყო. მიუხედავად პარტიის პოპულარობის მკვეთრი დაცემისა, ორგანიზაციამ შეინარჩუნა ლიდერი პოზიციები ქვეყანაში მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის, რაც სწორედ ორგანიზაციის დამოუკიდებლობის ხარისხით იყო გამოწვეული.
2004 წლიდან სოციალისტური პარტია პრაქტიკულად წყვეტს ფუნქციონირებას, თუმცა უამრავი სიძნელის მიუხედავად ახალგაზრდული ორგანიზაცია აგრძელებს არსებობას და ყურადღება გადააქვს საერთაშორისო ურთიერთობებზე და ევროპელ პარტნიორებთან ერთად რეგიონალური პროექტების განხორციელებაზე. ამ თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბდა ახალგაზრდა სოციალისტებსა და ნორ-ვეგიის ახალგაზრდა ლეიბორისტებს შორის თანამშრომლობის პროგრამა, რომელმაც განაპირობა ორგანიზაციის სტრუქტურული, ორგანიზაციული და პოლიტიკური განახლება. 2009 წელს გამართულმა V კონგრესმა აირჩია ახალი ხელმძღვანელობა და ახალი სტრუქტურა, ასევე დაამტკიცა ორგანიზაციის მანიფესტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველად ორგანიზაციის და საერთოდ საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ისტორიაში, პოლიტიკური დოკუმენტი მიღებულ იქნა ხანგრძლივი შიდაორგანიზაციული დისკუსიებისა და დებატების ფორმით. ორგანიზაციის უახლეს ისტორიას ვრცლად მეორე სტატიაში დავუბრუნდებით. დიმიტრი ცქიტიშვილი გვიამბობს, როგორ მოხვდა თვითონ ამ ორგანიზაციაში, რა პერიოდის გამოვლა მოუწია და როგორ მოაღწია ორგანიზაციამ მე-5 კონგრესამდე.
დიმიტრი ცქიტიშვილი: ორგანიზაციაში პირველად მოვედი 1998 წლის გაზაფხულზე ჩემი მეგობრების რეკომენდაციით და გარკვეული პოლიტიკური აქტიურობის სურვილით. ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ხედვებით და ამბიციებით. ვერ ვიტყვი, რომ ორგანიზაციაში გაწევრიანების გადაწყვეტილება დიდი ფიქრის შედეგად მივიღე. ძალიან მალე და მარტივად გადავწყვიტე და მას მერე სრული შეგნებით ვარ ამ ორგანიზაციაში. მიმაჩნია, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობიდან წასვლა არ უნდა ნიშნავდეს იმავდროულად ორგანიზაციიდან წასვლას. დღეს ვარ საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე და ამით ვაგრძელებ ორგანიზაციის ერთგვარ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელობა რჩება საკონტროლო კომისიის შემადგენლობაში და უზრუნველყოფს, როგორც ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესებისა და ტრადიციების დაცვას, ასევე თაობებს შორის ურთიერთობის შენარჩუნებას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ორგანიზაციასთან აღარ ასოცირდებიან ადამიანები, რომელთა ძალისხმევითაც ორგანიზაცია არსებობის ყველაზე რთულ პერიოდში შენარჩუნდა, კერძოდ 2004-2007 წლებში, მათი როლი განსაკუთრებულია ორგანიზაციის დღეს არსებობაში. სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა ინტენსიური საერთაშორისო ურთიერთობები და დამყარდა ახალი კონტაქტები სხვადასხვა ევროპულ ორგანიზაციებთან.
2006 წელს ორგანიზაცია გახდა საერთაშორისო ახალგაზრდული სოციალისტური მოძრაობის სრულუფლებიანი წევრი. მიუხედავად სირთულეებისა ქვეყნის შიგნით, ჩვენი უცხოელი მეგობრების მხარდაჭერამ იმედი გაგვიჩინა იმის, რომ შესაძლებელი იყო განახლება და გაძლირება. ეს მართლაც ასე მოხდა. ორგანიზაციის დღევანდელი სახე და ფორმა გაცილებით მეტი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, ვიდრე ეს ორგანიზაციის ისტორიის ყველაზე წარმატეულ წლებში იყო. დღე ეს არის თანამედროვე, ევროპული ტიპის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს და მისი საქმიანობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის და მისი მოსახლეობის კე-თილდღეობაში. ეს ორგანიზაცია ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მას უკავშირდება ჩემი ცხოვრების ძალიან ბევრი წელი და პრაქტიკულად ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა წარსულში და უზარმაზარი, ხელშესახები, რეალური იმედი მომავალში.
ვისურვებდი, რომ ორგანიზაცია უფრო გაიზარდოს, განმტკიცდეს და გაფართოვდეს. ჩემს სამომავლო გეგმებშიც, მიმაჩნია, რომ ახალგარზდა სოციალისტებთან კვლავ მექნება შეხება და ამჯერად უკვე როგორც პარტნიორ ორგანიზაციასთან გავაგრძელებ თანამშრომლობას. ის მიზნები, რაც ორგანიზაციის ხელმძღვანელობის დროს გამაჩნდა, კვლავ აქტუალურია და ახლა უკვე სხვა ამპლუაში, მაგრამ იმედია ახალგაზრდა სოციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვიმოქმედებთ მათ მისაღწევად.