Friday, December 24, 2010

ინტერვიუ ირაკლი პეტრიაშვილთან

- რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოება უფრო ინფორმირებული იყოს მემარცხენე იდეოლოგიის შესახებ და მემარცხენეობის პერსპექტივები უფრო გაიზადოს?
- პერპექტივები მემარცხენე პოლიტიკას საქართველოში აქვს და ეს პერსპექტივები რეალობაში იქნება ასახული ძალიან მალე. ის ადამიანები რომლებიც მხოლოდ საკუტარი ტავის და ინტერესების დაცვაზე არიან ორიენტირებულები ესეთი ტიპის იდეოლოგიებს და ადამიანებს წარმატებები არ ექნებათ. ადამიანები იმით განსხვავდებიან ცხოველებისგან რომ ერთმანეთის მიმართ უნდა იყვნენ სოლიდარულები და გაუწიონ ერთმანეთს დახმარების ხელი. ჩემთვის მემარცხენეობა არის სამართლიანობა და თავის თავზე ორიენტირებულ იდეოლოგიებს არ აქვთ მომავალი. ჩემი აზრით, პროფკავშირებიც, ახალგაზრდა სოციალისტებიც, ფალკონებიც განგებამ ესე ინება, რომ მუდმივად პარტნიორები იქნებიან. მე ვფიქრობ რომ ჩვენ ყველას გვჭირდება მენტალური ცვლილებები და მენტალურ ცვლილებებს განაპირობებს ის ახალგაზრდა თაობა რომელიც მოდის და რომელიც ხედავს რა არის დასავლური ღირებულებები, თქვენ ჩვენგან განსხვავებით უფრო ადვილად ითვისებთ ყველაფერს, ხედავთ თქვენი თანატოლები დასავლურ ქვეყნებში როგორ გრძნობენ თავს, უფრო თავისუფლად, უფრო დაცულად, როგორ აქვთ მოპოვებული სოციალური გარანტიები. სწორედ ეს არის მემარცხენეობა, ეს არის სამართლიანი ცხოვრების დამკვიდრება საქართველოში და კარგი იქნება თუ ამ მოდელების იმპლემენტაციას მოვახდენთ ჩვენს ცხოვრებაში. ვფიქრობ რომ ე სარი არის ძალიან შორი პერსპექტივა იმიტომ რომ დღეს არსებული იდეოლოგია რასაც ხელისუფლება გვთავაზობს ზოგადად დისკრედიტაციას უკეთებს ნეოლიბერტარიალიზმს, და ძალიან მალე აჩვენა მსოფლიო კრიზისმა, რომ იმას რასაც ითხოვნდნენ ყოველთვის მემარცხენეები რომ საბაზრო ეკონომიკა ყოფილიყო რეგულირებადი, მე ვსაუბრობ ნორმალურ მემარცხენეებზე არ ვგულისხმობ რადიკალებს, ვფიქორბ რომ საბოლოოდ ეს ოდეოლოგია იქნება წარმატების საწინდარი ამ ქვეყნის განვითარების.
- დამეთანხმებით, ძალიან რთულია დღეს ახალგაზრდობამ აშკარად გამოხატოს თავისი პოლიტიკური შეხედულებები, აირჩიოს მემარცხენეობა და ზოგადად, გააკეთოს ისთი აქტივობები, როგორიც ახალგაზრდა სოციალისტთა ბანაკია. რას ფიქრობთ YშG-ზე, მის საქმიანობაზე და როგორ ფიქრობთ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში?
- თვითონ ის ფაქტი რომ ამდენი ახალგაზრდა შეკრებილია, ამდენი უცხოელი ჩამოსულია, პოლიტიკური ლიდერები იყვნენ გუშინდელ დებატებზე, განაპირობებს იმას, რომ ამ ახალგაზრდობამ, ახალგაზრდა სოციალისტებმა თავისი სიტყვა უკვე თქვეს. მათ შეინარჩუნეს ორგანიზაცია, ისინი იზრდებიან და არ მცირდებიან. ეს არის განმაპირობებელი იმისა, რომ ამ ორგანიზაციას მომავალი აქვს. ჩვენ ბევრი გვინახავს ხელოვნურად შექმნილი ჯგუფები, ბევრი გვინახავს ე.წ. პატრიოტები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ წახალისებული ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც გუშინდელი თოვლივით დნება და ამას გაგრძელება არა აქვს. ერთადერთი რასაც ვუსურვებდი ახალგაზრდა სოციალისტებს ეს არის თანმიმდევრულობა, რომელიც ყველას გვაკლია და მე იმედი მაქვს რომ ეს თანმიმდევრულობა ასეთი ტიპის ბანაკების შექმნით, მუდმივი კონტაქტით, ზრუნვით და ჩვენ ვხედავთ როგორი ყურადღებით ეპყრობიან ახალგაზრდები ერთმანეთს, როგორ ზრუნავენ სხვებზე, საბოლოო ჯამში თანმიმდევრულობა თუ გაგრძელდება და ეს ურთიერთობები იქნება შენარჩუნებული, ეს მოძრაობაც გაიზრდება და საბოლოო ჯამში ეს იქნება განმაპირობებელი იმისა, რომ სოციალური სამართლიანობა, რომელიც განმაპირობბელია ქვეანაში მშვიდობისა, მიაღწევს მიზანს. ახალგარზდებს ვუსურვედბი, უფრო ამბიციურები იყვნენ, უფრო თანმიმდევრულები და რაც ყვლაზე მთავარია, აღელვებდეთ სხვისი პრობლემები, სხვას სხვას დაუდგნენ გვერდში და ნუ იფიქრებენ მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ამ ცხოვრებაში.
- ახალგაზრდა სოციალისტები უფრო ახალი თაობაა, პროფკავშირები შედარებით ძველი, მაგრამ მათ ერთი იდეოლოგია აერთიანებთ. როგორი სახით, რა აქტივობებით შეიძლება მათი თანამშრომლობა მომავალში?
- არც ერთ პროფკავშირის წევრს არ აქვს იმის პრობლემა, რომ იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, თუ ამ პროფკავშირის წევრებს, დასაქმებულ ადამიანებს, კარგად აუხსნიან რა იდეოლოგიიის მატარებელია ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი. ელექტორატი ,რომელიც უნდა გააერთიანოს სოციალ-დემოკრატიულმა მოძრაობამ, არის სწორედ პროფკავშირები, ფალკონები და ის ახალგარზრდა ჯგუფები, რომლებიც ამ პოლიტიკურ პარტიებს ყავთ. მე ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა თავშივე არის ჩადებული, იმიტომ რომ ჩვენი ორიენტირი არის სამართლიანობა და გამორიცხულია რომ სოციალისტმა სხვა რომელიმე ოდელოგიაზე დაიწყო საუბარი, ის პრაქტიკულად აღარ იქნება სოციალისტი. ანუ თემები, რომლებსაც ეს პოლიტიკური პარტიები, ახალგაზრდები გაახამურებენ უნდა იყოს მომხიბვლელი იმ დასაქმებული ადამიანებისთვის და როგორც პროფკავშირები იცავს ადამიანების უფლებებს, სწორედ ასე უნდა დაიცვას უფლებები პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ეს იქნებიან ახალგაზრდა სოციალისტები, თუ რომელიმე სხვა მემარცხენე იდეოლოგიის მქონე პარტიები.

დებატები - მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობის პერსპექტივები საქართველოში

მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგია – ეს არის იდეოლოგია, რომელმაც დღეს 200-მდე ახალგაზრდა გააერთიანა საქართველოდან და ევროპიდან. ბანაკის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მემარცხენე პოლიტიკაზე და მის პერსპექტივებზე გამართული დებატები იყო. 8 სექტემბერს I რესპუბლიკის დარბაზში ბანაკის ყველა წევრი და მოწვეული სტუმრები შეიკრიბნენ. საქართველოში არსებული მემარცხენე გაერთიანებების წარმომადგენლები - საქართველოს პროფესიული გაერთიანების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ასევე ჟურნალისტი შოთა ხინჩაგაშვილი და სოციოლოგი მიხეილ სვანიძე. დებატებს უძღვებოდა ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.
დებატებზე განიხილეს საქართველოში არსებული სიტუაცია პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შესახებ, ისაუბრეს მემარცხენე პოლიტიკური პარტიების არსებობის აუცილებლობაზე და იმ ელემენტებზე, რისი განხორციელებაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ იდეოლოგიამ საქართველოში განვითარების მაღალ წერტილს მიაღწიოს. მთავარი იმედი მემარცხენე იდეოლოგიის უფროსი წარმომადგენლებისთვის ისევ და ისევ ახალგაზრდობა დასახელდა. ―აუცილებელია მემარცხენე იდეოლოგიაზე ყოველკვირეულად გაიმართოს დისკუსიები ახალგაზრდებთან, საჭიროა უფრო ღრმად განხილვა დეტალების, რადგან ახალგაზრდობა უნდა იყოს ძირითადი ძალა ამ მოძრაობის‖ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა თავის მოხსენებაში. სწორედ ბანაკში შეკრებილი ახალგაზრდების აქტიურობა და ზოგადად ახალგაზრდა სოციალიტების საქმიანობა მოიწონა ირაკლი პეტრიაშვილმაც. “პროფესიული კავშირები ყოველთვის ითანამშრომლებს ახალგაზრდა სოციალისტებთან და ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ ამ ორგანიზაციაზე.”
ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა – ეს არის საფუძველი იმისა, რომ საზოგადოების ინტერესები იყოს გათვალისწინებული პოლიტიკურ საქმიანობაში. ამისათვის საჭიროა საზოგადოება გახდეს უფრო აქტიური და დაინტერესებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. აუცილებელია ახალგაზრდობამ გააცნობიეროს რეალურად რა პრობლემების წინაშე დგანან, იპოვონ თავიანთი როლი საზოგადოებრივრივ ცხოვრებაში და იგრძნონ პასუხისმგებლობა. გააცნობიეროს რეალურად რა პრობლემების წინაშე დგანან, იპოვონ თავიანთი როლი საზოგადოებრივრივ ცხოვრებაში და იგრძნონ პასუხისმგებლობა. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ შედეგს აქტიური ახალგაზრდების სახით. ახალგაზრდა სოციალისტები აქტიურად მუშაობენ ამ მხრივ და მუდმივად ატარებენ სემინარებს თუ დისკუსიებს სხვადასხვა სტუდენტურ ჯგუფებში. სწორედ მსგავსი აქტიურობის შედეგია დღევანდელი საზაფხულო ბანაკი და ახალგაზრდა სოციალისტთა ორგანიზაციის პერიოდული ზრდა. “მემარცხენეობა ნიშნავს სამართლიანობას. ჩვენ ცალ-ცალკე ვერაფერს მივაღწევთ, საჭიროა მემარცხენე ძალების გაერთიანება, რათა უფრო გავძლიერდეთ. ჩვენ ერთად უნდა ავიღოთ ეს საქმე ხელში – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
შოთა ხინჩიგაშვილი: “ახალგაზრდა სოციალისტებს რამდენიმე თვეა ვიცნობ და ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტია და არც პასიური NGO, იმიტომ რომ თავად გამოვიდნენ კავშირზე და იმის შემდეგ მომეწონა ამასთან არ არის აუცილებელი მაშინვე გაწევრიანდე, ღია არის ნებისმიერი ტიპის განხილვებისთვის და დებატებისთვის და ეს ძალიან კარგია. დებატები ჯერჯერობით ყველაზე საინტერესო იყო და თვისობრივად განსხვავდებოდა ახალგაზრდა სოციალისტების მიერ ჩატარებული სხვა დებატებისგან, იმიტომ, რომ აქ იყო სხვადასხვა სფეროდან და სხვადასხვა სფეროში მომუშავე ხალხი. ერთი მხრივ, მეშინოდა იმის, რომ დისკუსია ძალიან აჭრილი იქნებოდა და არ გვექნებოდა რაიმე საერთო საპოლემიკო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. შეკითხვები ძალიან საინტერესო იყო. კარგი იქნებოდა უფრო მეტი კითხვის საშუალებას თუ მივცემდით მათვ, მაგრამ შეზღუდული იყო დრო და მეც ბევრი სათქმელი და სადისკუსიო დამრჩა. მე ვფიქრობ, ასეთი შეხვედრების დროს მაქსიმალურად გულახდილები უნდა ვიყოთ. არა კონფლიქტურები მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვთქვათ თვითონ შიდა მემარცხენე ფლანგზე რა პრობლემები შეიძლება იყოს მომავალში. ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ რადგან ეს ის ეტაპია სადაც მემარცხენეობა შეიძლება მოკვდეს პერსპექტივაში ან გავითვალისწინოთ ის წარსული შეცდომები რაც უკვე დაგვემართა. მემარცხენე მოძრაობების პერსპექტივების გაზრდისთვის ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს ამ ტიპის ღონისძიებებზე, რაც არის იმაზე რომ უბრალოდ გავაგებინოთ როგორი შეიძლება იყოს ზოგადად მემარცხენე ან ახალგაზრდა სოციალისტთა მიდგომა გარკვეული საზოგადოერბივი და პოლიტიკური პრობლემებისადმი, რომ შემდეგ გადახარშონ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ცარიელი ფურცლიდან ვიწყებთ და ხშირად მემარჯვენე ლიბერტარიანული იდეებიც კი ტრიალებს ხოლმე დისკუსიების დროს, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია.

ფალკონების სემინარი

ფალკონების ბანაკში სემინარებს მსოფლიო ფალკონების წარმომადგენელი ავსტრიიდან ზიმონ ვოლტერი ატარებდა. სემინარის თემა შეეხებოდა განათლებას, ორგანიზაციის მშენებლობას, გუნდურ მუშაობას და კამპანიის წარმოებას. მოხსენებიდან შევიტყვეთ, რომ დასავლეთ ევროპაში ორგანიზაციები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქტიურად მუშაობენ ბავშვთა განათლების საკითხებზე. ყურადღებას აქცევენ უპატრონო ბავშვებს. „არ აქვს მნიშვნელობა ბავშვებთან მუშაობ თუ მოზრდილებთან, მთავარი პრონციპი გუნდურად მუშაობაა― - განაცხადა ზიმონ ვოლტერმა და ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები ცდილობდნენ ჯგუფურად მუშაობას. საკმაოდ დიდი მოხსენება გაკეთდა გუნდური მუშაობის სპეციფიკაზე. იყო ხერხია ახალგაზრდების გასააქტიურებლად. განათლების თემა არანაკლებ საინტერესო კონტექსტში განიხილეს. რა კავშირშია განათლება ინდივიდთან, ჯგუფთან და საზოგადოებასთან, ეს ყველაფერი კი ერთმანეთს უკავშირდება. ახალგარდა ფალკონები სხვადასხვა ჯგუფებში მუშაობდნენ და ცდილობდნენ თავიანთი შეხედულებები ჩამოეყალიბებინათ განათლების თემაზე ზემოთაღნიშნული პრინციპების მიხედვით. ორგანიზაციის მშენებლობა - თემაზე ჯგუფებში დამუშავდა მიზნები და მათ მიღწევის გზები. ასევე, კამპანიის მშენებლობა, სადაც ჯგუფებში დამუშავდა პრ პროგრამები სხვადასხვა თემებზე. ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვნენ გუნდურ მუშაობაში და საკმაოდ კარგად გამოიყენეს ორი დღის განმავლობაში ავსტრიელი სტუმრისგან მოწოდებული ცოდნა.

გენდერული თანასწორობა

გენდერული თანასწორობა შემდეგი სასემინარო თემაა. როგორც ყველა დანარჩენი, ეს თემაც ქართული რეალობიდან გამომდირაე შეირჩა. პრობლემები გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით საქართველოში აქტუალური და სამწუხაროდ დიდი რაოდენობითაა. ამ თემას და მასზე არსებულ პრობლემებს ბევრი ექსპერტი ქართულ მენტალიტეტს და ტრადიციულ შეხედულებებს უკავშირებს. დისკუსიაც სემინარზე სწორედ ამ კუთხით წარიმართა. სემინარს ახალგაზრდა სოციალისტი, ქეთი ცინცაძე, უძღვებოდა. განხილვა კონკრეტული მაგალითების მოყვანით დაიწყო, რომლებზეც ახალგაზრდებმა სკეტჩიც კი დადგეს პრობლემის უკეთესად აღქმისთვის. ყველაზე აქტუალური თემა დამსწრე ახალგაზრდებში მაინც ოჯახში არსებული გენდერული უთანასწორობა გახდა. თუმცა ირლანდიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ირლანდიის მაგალითზე სკმაოდ საინტერესო კუთხით წაიყვანა მსჯელობა. “გენდერი არ გულისხმობს დებულებას, რომ მამაკაცი უკეთესია ქალზე ან პირიქით. ზოგადად ეს ხალხი არის ძალა, რომელიც დგას ქვეყნის სათავეში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათში გენდერულ თანასწორობას.
ქალი პოლიტიკაში – ამ კუთხით განხილული გენდერული თანასწორობა არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. მიზეზები, თუ რატომ შეიძლება ქალს გაუჩნდეს სურვილი, გახდეს პოლიტიკურად აქტიური, ნიკოლა მალონამ თავისი ქვეყნის მაგალითზე მოიყვანა. ქალები, რომლებმაც დაკარგეს შვილები შვილები ირლანდიის კონფლიქტის გამო, ჯერ მებრძოლები გახდნენ, შემდეგ პოლიტიკური პატიმრები და დღეს ისინი ხელისუფლებაში არიან. მათ ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ, ბევრი ფიქრობდა, რომ ქალი არ უდა ყოფილიყო პოლიტიკაში. თუმცა პოზიციის და იდეოლოგიის სიმყარემ ირლანდიელი ქალები მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, ჩამოეყალიბებინათ ქალთა პარტია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა გენდერული თანასწორობისთვის და საზოგადოებაში არსებული კონფლიქტის მოგვარებისთვის. როდესაც ირლანდიელებმა გააცნობიერეს, რომ ებრძოდნენ ერთმანეთს და არა მას, ვინც რეალურად გააღვივა კონფლიქტი ირლანდიაში, გადაწყვიტეს მოლაპარაკების საფუძველზე მიეღწიათ კონსენსუსისათვის. და ეს გადაწყვეტილება შედეგიანი აღმოჩნდა. დღეს წლების განმავლობაში დაპირისპირებული მხარეები სახელმწიფოს მართავენ და ამ მხრივ ცდილობენ მშვიდობა დაამყარონ ქვეყანაში.
პარალელების გავლება საქართველოს მაგალითზე არც თუ ისე ძნელი აღმოჩნდა. ქალი ქართულ პოლიტიკაში – ეს თემა ყველასთვის საინტერესო და ერთაზროვანი აღმოჩნდა. ქართველი ქალი, რომელიც პირველ რიგში დედაა, ფიქრობს ოჯახის კეთილდღეობაზე და ნაკლებად აქტიურია პოლიტიკურად. თუმცა მათ, ვინც ცადეს ჩამოეყალიბებინათ ქალთა პარტია და დაეცვათ მათი ინტერესები, არც თუ ისე დიდი პოპულარობა და წარმატება ხვდათ წილად.
ოჯახის თემაზე მსჯელობა აქტიურად გაგრძელდა სემინარის მეორე ნაწილზე, სადაც მოწვეული იყო მკვლევარი გენდერული პოლიტიკის საკითხებში ქეთა ჩხეიძე. სტატისტიკური მონაცემების მოყვანით დახატული ქართული რეალობა არც თუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა. არა ერთი მაგალითი დამსწრე ახაგაზრდებმაც მოიყვანეს. თუმცა რეალური მიზეზების ძიება ნაკლებად მოინდომეს. ეს თვითონ ექსპერტმაც აღნიშნა.
ქეთა ჩხეიძე: “ახალგაზრდების გააქტიურება იმ კუთხით, რომ გაუჩნდეთ სურვილი იბრძოლონ გენდერული თანასწორობისთვის, დამოკიდებულია აზროვნებაზე და მის შეცვლაზე, რაც ძალიან რთულია. ყველა მათგანი, ვინც საუბრობდა, გამოხატავდა თავის აზრს, მაგრამ არც ერთს არ გაჩენია კითხვა, რატომაა ეს ასე, რატომაა ეს დარღვევა გენდერულ თანასწორობაში. ისინი ასახელებდნენ ფაქტებს, მაგრამ აქტიურობის სურვილი, რომ ეს შეეცვალათ არავის გასჩენია. ძალიან რთულია შეიცვალოს ეს ჩაკეტილი იდეოლოგია. ამას, პირველ რიგში, დრო სჭირდება. ჩვენი შემდეგი თაობის შეხედულებების ჩამოყალიბება ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება სწორი იდეოლოგია ჩამოვუყალიბოთ მათ.‖
გენდერული ბალანსის დაცვა იყო ძირითადი თემა ნორვეგიის ახალგაზრდა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის პრეზენტაციაში. ისინი აპროტესტებენ სხვადასხვა პოლიტიკურ, ახალგაზრდულ ჯგუფებში მამაკაცების უპირატესობას როგორც რაოდენობის, ასევე ლიდერობის მხრივ. ისინი ფიქრობენ, რომ ქალს არანაკლები შესაძლებლობა აქვს იყოს წინამძღოლი. მათ ამოცანა ქალებს ასეთი გზით დაუსახა: “არჩევანი შენზეა! შენ შეგიძლია აკეთო ის საქმე რაც გიყვარს და მიაღწიო მიზანს.‖ ასე, რომ მთელი დღის განმავლობაში გამართული დისკუსიების ძირითადი შედეგი ყველა საკითხში ერთაზროვნად დასრულდა: მთავარია აქტიურობა და ბრძოლა იმ მიზნის მისაღწევად, რაც დასახული გაქვს.

ახალგაზრდული პოლიტიკა

იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდა სოციალისტები ვიბრძვით ჩვენს ქვეყანაში გარკვეული ცვლილებების შესატანად, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექქმნა. ჩვენი სამიზნე ჯგუფი არის ახალგაზრდობა ანუ ახალგაზრდული პოლიტიკა. რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოება არ შედგება მხოლოდ ახალგაზრდული პოლიტიკისგან, მაგრამ აქ არის სხვადასხვა ინტერესტთა ჯგუფები. იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაცია შედგება ახალგაზრდებისგან, ვცდილობთ დავხვეწოთ ახალგაზრდული პოლიტიკის ჩარჩოები. ქვეყანაში, სადაც არ არსებობს ახლგაზრდული პოლიტიკის განვითარების კონცეფცია, აუცილებელია ვინმემ მაინც მაინც განსაზღვროს, თუ რა არის ახალგაზრდული პოლიტიკა. სხვათაშორის ამ თემამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, ბევრმა ახალგაზრდამ გამოთქვა სურვილი სიების შედგენის დროს, რომ ჩაწერილიყვნენ ამ სემინარზე. რეალურად, საქართველოში ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ბევრმა არც იცის, რას ნიშნავს ზოგადად ეს ტერმინი. ეს არ არ არის ახალგაზრდების ბრალი, თუმცა აუცილებლად უნდა იფიქროს ვიღაცამ ამაზე და მიაწოდოს მათ ინფორმაცია, თუ რა არის მათი მოვალეობები და უფლებები. სწორედ აქედან გამომდინარე, შეირჩა ეს თემა.
პირველი სემინარი დაეთმო ზოგად საუბრებს. მომხსენებლები იყვნენ ახალგაზრდა ლეიბორისტები ნორვეგიიდან. მათი პრეზენტაცია საკმაოდ მიზანმიმართული იყო ქართველი ახალგაზრდებისთვის, რადგან ყურადღება გამახვილებული იქნა იმ მთავარ თემებზე, რაც ახალგაზრდებს აინტერესებდათ. გაიმართა დებატები, დისკუსიები, ბავშვები დაიყვნენ ზოგადად ჩამოეყალიბებინათ ის ჩარჩოები, რასაც საქართველოში უნდა ეწოდოს ახალგაზრდული პოლიტიკა.
შემდეგ მომხსენებლად გვყავდა დიმიტრი ცქიტიშვილი, მსოფლიო სოციალისტების პრეზიდიუმის წევრი და ასევე საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების კონტროლ-კომისიის წევრი. მან საკმაოდ სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდა ახალგარდზებს, საქართველოში არსებულ უწინდელ და ასევე დღეს არსებულ სიტუაციაზე, რამაც საშუალება მისცა ახალგაზრდებს, შეედარებინათ საქართველოსა და ევროპის ქვეყნების მაგალითები ერთმანეთისთვის. ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, მათ გაუჩნდათ შეგრძნება, რომ ისინი ძალიან მნიშნელოვანი პროცესების მიღმა დგანან, პროცესების რომლებიც მათ ბედს წყვეტს, მაგრამ მათ არაფერი იციან ამის შესახებ. სწორედ ამიტომაც გაუჩნდათ სურვილი ბანაკის შემდგომაც ჩაერთონ ახალგაზრდულ პოლიტიკაში.
მეორე დღე დაეთმო ჩვენი ხედვების ჩამოყალიბებას. ჩვენ გვქონდა მომზადებული დრაფტი ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ, ასევე იყო სტუდენტებისა და ახალგაზრდების დასაქმების პრობლემასთან დაკავშირებით. ანუ სოციალური პოლიტიკა ახალგაზრდების მიმართ. სამივე თემაზე იყო დისკუსიები, სამუშაო ჯგუფებში, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ჩვენი დეკლარაცია, სადაც თავმოყრილია ჩვენი ხედვები ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. დეკლარაცია ხვალინდელ კონფერენციაზე განიხილება.
ზოგადად სემინარი იყო ნამდვილად პროდუქტიული ახალგარზდებისთვის.

იდეოლოგიები

კეჩხობის ბანაკმა ახალგაზრდებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა, გართობასთან ერთად შემეცნებით დაკავებულიყვნენ. ბანაკის პროგრამა დაიტვირთა მრავალფეროვანი სემინარებითა ტრეინინგებით, რომლებშიც აქტიურად იყო ჩართული ყველა წევრი. ერთ-ერთი სასემინარო თემა იდეოლოგიები იყო. სემინარს უძღვებოდა შალვა ქობულაშვილი, სხვადასხვა საკითხთა მომხსენებლები კი იყვნენ არასამთავრობო სექტორის „მშვიდობის, განვითარებისა და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელი და ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, პოლიტოლოგი და სოციოლოგი, გია თოდუა, რომელმაც ისაუბრა საქართველოს სოციალ-დემოკრატების პირველი რესპუბლიკის შესახებ.
მეორე მომხსენებელი გახლდათ ანდრო შოლცი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მან ისაუბრა თავისი პარტიის ისტორიის შესახებ და ასევე თანამედროვე სოციალ-დემოკრატიის პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. ჯგუფის წევრები დაინტერესდნენ საკითხით და აქტიურად სემინარზე, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, განიხილა დასაქმების, შრომის ბაზრის, ჯანმრთელობის დაცისა და სოციალური უსამართლობის თემები. ყურადღება გამახვილდა ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა დემოკრატია, სამართლიანობა, თანასწორობა, სოლიდარობა და თავისუფლება
ანდრო შოლცი შეეხო ეკონომიკის თემასაც და ისაუბრა საარსებო მინიმუმზე გერმანიაში. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად შექმნილი ინფლაციის შემდეგ საარსებო მინიმუმი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა ამისა, გერმანიაში კრიზისის დროს სახელმწიფო დახმარება იმ კომპანიებს, რომლებიც არ ათავისუფლებს და ხარჯების 75 %-ს თავად ანაღაურებს. გერმანელი მომხსენებელი შეეხო ლიბერალური მიდგომის საკითხს, რაშიც იგულისხმება დებულება - ყველა ადამიანი იბრძვის საკუთარი თავისთვის, ოღონდ ის არ არის მარტო და სახელმწიფოც ეხმარება მას მიზნების განხორციელებაში.ცვლილებების შეტანა მათივე გაუმჯობესების მიზნით. მოხდა იდეათა გაცვლა, დისკუსიის შედეგად კი შესაძლებელი გახდა საერთო იდეის ჩამოყალიბება.
გია გოდუა: „იდეოლოგიის სემინარი ძალიან სასარგებლოა მისი მონაწილეებისთვის, ის მიეხმარება მათ გაერკვნენ რას რას წარმოადგენს სოციალისტური იდეოლოგია, რა განსხვავებები არსებობს სოციალისტებს შორის იდეოლოგიური თვალსაზრისით, ეს არის სემინარის მთავარი მიზანი და ასევე ის დოკუმენტი, რაც შეიქმნება და წარედგინება ბანაკის მონაწილეებს რაც ასევე საასარგებლო იქნება მათთვის ამ საკითხებში გასარკვევად. რაც შეეხება ახალგაზრდა სოციალისტებს, მათ მიერ დასახული მიზნები რეალურად მიმაჩნია და ამიტომაც ვიღებ ამ ბანაკში მონაწილეობას. ბანაკი დაეხმარება მონაწილეებს დისკუსიის ფონზე უფრო კარგად ჩამოაყალიბონ მიზნები, შეთანხმდნენ ან არ შეთანხმდნენ რამეზე. დღესდღეობით ახალგაზრდა სოციალისტები მოსამზადებელ ეტაპზე არიან, იქმნება ბირთვი, ჯგუფი ადამიანების და მე ვისურვებდი, რომ ახალგაზრდა სოციალისტები, ორგანიზაციის წევრები რაღაც დროის განმავლობაში გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე და მივიდნენ იმ ეტაპამდე რაც არის საზოგადოებასთან მუშაობა, საზოგადოების ორგანიზება ამა თუ იმ ფორმით, იმიტომ, რომ ვფიქრობ დღევანდელი პრობლემა საზოგადოების არაორგანიზებულობაა და ისინი ვერ იცავენ თავის ინტერესებს. მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობები მხოლოდ მაშინ მიაღწევენ წარმატებას, როცა მათ ექნებათ მხარდაჭერა საზოგადოების ორგანიზებული ნაწილისგან, პროფკავშირებისგან და ა.შ. ახალგაზრდა სოციალისტებმა სწორედ ამ მხრივ უნდა იმუშაონ.

კონფლიქტების მოგვარება

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელსაც განიხილავენ „ახალგაზრდა სოციალისტების― ბანაკში არის კონფლიქტების მოგვარება. თემის აქტუალობამ განსაზღვრა ახალგაზრდების ინტერესი ჩართულიყვნენ ორდღიან სალექციო კურსში, რომელსაც თათა გაბელაია და გიგა ჭკადუა უძღვებოდნენ.
პირველი მოწვეული სტუმარი იყო ირლანდიელი ნორენ მაკლელანდი. დღეს საქართველოსთან ერთად არა ერთი ქვეყანა განიცდის კონფლიქტების მოუგვარებლობას. მომხსენებელმა ისაუბრა რელიგიურ და ეთნიკურ კონფლიქტებზე ირლანდიაში და მათი მოგვარების გზებზე.
ირლანდიის სოციალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიის წევრმა მიმოიხილა ირლანდიაში დღეს არსებული სიტუაცია და ის უახლოესი წარსული, საიდანაც დაიწყო კონფლიქტების გაღვივება. აღსანიშნავია, რომ ნორენის მამა იყო ბრიტანელი ოფიცერი, რომელსაც ცოლად ჰყავდა პროტესტანტი ირლანდიელი. ამის გამო ბრიტანეთში იგი ირლანდიელების ჯაშუშად, ხოლო ირლანდიაში ბრიტანეთის ჯაშუშად ითვლებოდა. ეს ფაქტი ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი გახდა. კონფლიქტებზე საუბარი მეორე დღესაც გაგრძელდა, სადაც ნორენმა თავის კოლეგა, ნიკოლასთან, ერთად ისაუბრა კონფლიქტების მოგვარების გზებზე, ასევე მათი პარტიის აქტივობებზე ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ისინი ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ ძალადაობას და თვლიან, რომ მოლაპარაკებები კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზაა, თუმცა იციან, რომ მშვიდობის მიღწევა რთული და ხანგრძლივი პროცესია. მათი პარტია ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რომ პროტესტანტები და კათოლიკეები იყვნენ ერთად, ამისათვის ისინი აშენებენ სხვადასხვა სახის კომპლექსებს, სადაც პროტესტანტები და კათოლიკეები დაამყარებენ სოციალურ კონტაქტს, ეს საზოგადოებისთვის, არამედ დღემდე უცნობია ფართო საზოგადოებისათვის. როგორც სემინარის მონაწილეებმა აღნიშნეს, ექსპერტთან შეხვედრა საინტერესო იყო მათთვის.
მეორე მომხსენებელი „კონფლიქტების მოგვარების― სემინარზე იყო ექსპერტი, გია ვოლსკი, რომელმაც ისაუბრა რეგიონალურ კონფლიქტებზე პოსტ-საჭოთა სივრცეში (აფხაზეთი, სამაჩაბლო, მთიანი ყარაბაღი). ბატონმა გიამ დაწვრილებით განიხილია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების წინა პერიოდი. იგი თავად იყო იმ პროცესების მონაწილე, რაც ვითარდებობა ომამდე. როგორც თავად ბატომა გიამ აღნიშნა, მან პირველად ისაუბრა ისეთ თემებზე, რომლებიც უცნობი იყო არა მარტო დამსწრე საზოგადოებისთვის, არამედ დღემდე უცნობია ფართო საზოგადოებისათვის. როგორც სემინარის მონაწილეებმა აღნიშნეს, ექსპერტთან შეხვედრა საინტერესო იყო მათთვის.
ორდღიანი სასემინარო კურსი დასრულდა „ახალგაზრდა სოციალისტების მიერ შედგენილი დეკლარაციის განხილვით, სადაც წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა სოციალისტების ხედვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების მოგვარების გზებთან დაკავშირებით. მონაწილეებმა ჯგუფური მუშაობის შემდეგ გააკეთეს იმ შენიშვნების პრეზენტაცია, რომლებიც გათავლისწინებული იქნება დეკლარაციის საბოლოო ვარიანტში.